გასულ კვირას დაბა ხულოში, საკრებულოს შენობის წინ, ასეულობით მუსლიმანმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ხელისუფლებას მათი რელიგიური უფლებების ხელყოფაში ადანაშაულებენ. ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ კერძო მესაკუთრეებს ის შენობები ჩამოართვა, რომლებიც საქველმოქმედო ფონდ ”მადლი 2005”-ს ჰქონდა ნაქირავები.…