• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

დისკუსია პრესკაფეში: უნდა აშენდეს თუ არა მეჩეთი ბათუმში

ვიდეო რეპორტაჟი TV 25MAESTRO
ავტ: ნათია როყვა, ედო კოჩალიძე, მირიან ურუშაძე საჯარო შეხვედრა, რომელიც დღეს პრეს-კაფეში გაიმართა და ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ქართული კულტურის ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ საქართველოში მუსლიმანური სალოცავების აშენების თემის განხილვას მიეძღვნა, „რესპუბლიკური პარტიის“ ინიციატივით მოეწყო. პირველი კითხვა ჟურნალისტმა ნათია ზოიძემ დასვა.
მან იკითხა, ექნებოდა თუ არა პოლიტიკოსებს იგივე რეაქცია ეკლესიის მშენებლობის გამო და ხომ არ ეწინააღმდეგებოდა რესპუბლიკელების ლიბერალურ კურსს მეჩეთის მშენებლობისადმი მათი დამოკიდებულება. რესპუბლიკელი მურმან დუმბაძე მიიჩნევს, რომ ტაო-კლარჯეთში ისტორიული ძეგლების გადარჩენის სანაცვლოდ ბათუმში აზიზეის მეჩეთის მშენებლობა ქართულ მხარეს არათანაბარ პირობებში აყენებს. მურმან დუმბაძის პოზიციას არ ეთანხმება ისტორიკოსი ემზარ კახიძე. იგი თვლის, რომ ბათუმში მეჩეთი უნდა აშენდეს, ეს საშიში არაა, მისი აზრით, უფრო საშიში ურწმუნოებაა. კახიძის აზრით, თუკი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, უმჯობესი იქნება აშენდეს მეჩეთი და არა მუზეუმი. შეხვედრაზე მოსულმა მუსლიმანებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში მეჩეთების აშენების შესაძლებლობა მათ არ ეძლევათ, მათი თქმით, დაუცველია მუსლიმანთა უფლებებიც: „როგორც გეიაღლუმი არ ჩავატარებინეთ ბათუმში, ასევე არ უნდა აშენდეს მეჩეთიც“- განაცხადა შეხვედრაზე ქრისტიან-დემოკრატმა ნიაზ ზოსიძემ, მისი აზრით, თურქეთის წინააღმდეგ მებრძოლი ჯარისკაცების საფლავზე მეჩეთი არ უნდა აიგოს. შეხვედრა პრეს-კაფეში სამი საათი გრძელდებოდა. მას ესწრებოდნენ რეგიონში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები.