• Call us now:

    +995 598 01 01 01

  • Drop us line:

    info@islam.ge

  • Visit Our Office:

    ბათუმი, გორგასალის N1

ისლამი ვიკიპედიაში

ისლამი (არაბ. الإسلام; ალ–ისლამ) — მონოთეისტური აბრაამისეული რელიგია. მისი რელიგიური სწავლება დაფუძნებულია ყურანზე, როგორც ღმერთის პირდაპირ სიტყვაზე და სუნნაზე, როგორც ღმერთის მიერ რჩეული მაცნის, მუჰამმადის ქცევით მაგალითზე.

ისტორიულად ისლამი VII საუკუნეში წარმოიშვა არაბეთის ნახევარკუნძულზე, ჰიჯაზის მხარეში. ისლამის სწავლების მიხედვით, ღმერთი მანამდეც აგზავნიდა სხვადასხვა ერთა შორის მაცნეებსა და წინასწარმეტყველებს, მათ შორის იყვნენ ბიბლიური პერსონებიც – ნუჰი, მუსა, ‘ისა და სხვები, რომლებიც ხალხში ქადაგებდნენ ერთღმერთიანობას. ერთღმერთიანობის ადეპტად მიიჩნევა იბრაჰიმი.

ისლამის მიმდევარს ეწოდება მუსლიმი (ასევე მაჰმადიანი, მუსლიმანი ან მუსულმანი). 2009 წლის მონაცემებით, მათი რიცხვი 1,57 მილიარდს აღწევს და მსოფლიოს მოსახლეობის 23% შეადგენენ. ისინი ძირითადად განსახლებული არიან ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაში. მუსლიმთა დიდი ნაწილი განეკუთვნება მის ორ ძირითად შტოს – სუნიტურსა და შიიტურს. მათ გარდა არსებობენ სხვა მცირე ჯგუფები და ჰეტეროდოქსული სექტები.

ვრცლად: ისლამი ვიკიპედიაში