• Call us now:

    +995 598 01 01 01

  • Drop us line:

    info@islam.ge

  • Visit Our Office:

    ბათუმი, გორგასალის N1

ევროპა ყველაზე ლამაზ მინარეთს ირჩევს

 გასულ წელს შვეიცარიაში ჩატარებული რეფერანდუმის თანახმად აკრძალულ იქნა ქვეყანაში ახალი  მინარეთების შენება. დღეს უკვე  დღის წესრიგში დგას ევროპის ყველაზე ლამაზი მინარეთის შერჩევა კონკურსის წესით. კონკურსის მიზანს წარმოადგენს ბოლო 50 წლის განმავლობაში ევროპაში აშენებული ყველაზე ლამაზი მინარეთის გამოვლენა.

 საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია “Cojep INTERNATIONAL”-ის, “ევროპის სოციალური ერთობისთვის მუსლიმთა ინიციატივა”-IMCOSE-სა და British Council-ის ერთობლივი პროექტის თანახმად ევროპის ყველაზე ლამაზი მინარეთის შესარჩევი კონკურსის ჩატარდება.

 კონკურსთან დაკავშირებით “Cojep INTERNATIONAL”-ის პრეზიდენტის მოადგილემ, ვეისელ ფილიზმა განმარტა, რომ მინარეთები ევროპის ქალაქებში მუსლიმანთა

 არსებობის მაჩვენებელი სარკეა და სახვადასხვა კულტურულ ღურებულებებთან ერთად მშვიდობიანი ცხოვრების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს.

სამწუხაროა, რომ ამ ბოლო დროს ზოგიერთი პოლიტიკოსი და მედიის წარმომადგენელი მინარეთების მშენებლობის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებების შეზღუდვის მიზნით იყენებენ. ეს სხვისი უფლებების შელახვას და საზოგადოებაში რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობების, კერძოდ მუსლიმთა მიმართ სიძულვილს აღვივებს. ისლამის მშვიდობიანი მოძღვრების სააშკარაოზე გამოტანა და სხვა რელიგიის მიმდევართა მსგავსად მუსლიმთა ღვთისმსახურების ღიად და თავისუფლად შესრულება ძალზე მნიშვნელოვანია.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ევროკავშირში გაწევრიანებული ქვეყნების, მინარეთიანი მეჩეთების მოყვარულთა მიერ გადაღებული ან პროფესიონალი ფოტოგრაფების მიერ გადაღებული სურათების გაგზავნით.
“კონკურსში გამარჟვებულს გამოავლენს სპეციალური ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან სხვადასხვა რელიგიისა და ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები.” აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები.  
  შესაძლოა გაიმართოს ზემოზსენებულ ფოტოკონკურსში გამარჯვებული ფოტოების გამოფენა, გამოიცემა ალბომი.

კონკურში მონაწილეობის მიღება შეიძლება 15 აპრილამდე .

www.islam.ge სთვის მოამზადა ნოდარ დავითაძემ

წყარო : http://www.genelhaberler.com/haber.php?id=37658