• Call us now:

    +995 598 01 01 01

  • Drop us line:

    info@islam.ge

  • Visit Our Office:

    ბათუმი, გორგასალის N1

ჩადრი და ფრანგული ფასეულობები

 საფრანგეთის საპარლამენტო კომისია მზადაა იმისათვის,რათა ქვეყანაში  მუსლიმ ქალებს  საუდის არაბეთის წეს-ჩვეულებით ეგრეთწოდებული ნიყაბის ანუ ჩარდის  ტარება  აუკრძალოს.ბოლო თვეების მანძილზე ეს თემა ცხარე დებატების საკითხად იქცა საფრანგეთში,რომელიც ევროპაში  მუსლიმანური მოსახლეობის რაოდენობით პირველ ადგილზე დგას.
     21 წლის  ოლორიას- სახე ნიყაბით  სამი წელია დაფარული      აქვს. მისი თქმით,    ეს გადაწყვეტლება მან საკუთარი სურვილით

 მიიღო.
ოლორიას თქმით,იგი მუსლიმანურ  რელიგიას ძალზე დიდ პატივს სცემს და მამაკაცების თვალისგან  დასაცავად  ჩადრაფარებული  თავს უფრო კომფორტულად გრძნობს.ოლორიას მშობლები გამბიიდან არიან და თავდაპირველად მის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ,თუმცა ახლა უკვე საწინააღმდეგო არაფერი გააჩნიათ.
    

   მაგრამ შესაძლოა უახლოეს დროში ოლორიას  ნიყაბის მოხსნა მოუწიოს.საფრანგეთში პოლიტიკოსების უმეტესობა ამ მუსლიმანური წეს-ჩვეულების კანონით აკრძალვას   აპირებს. ნიყაბი ჩადრის ერთგვარი სახეობაა,რომლის საშუალებითაც მუსლიმან ქალებს     გარდა თვალებისა- თავი და სახე    სრულად  დაფარული აქვთ.
  განხეთქილების ვაშლად ქცეული ნიყაბის თემა პოლემიკის საგნად საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ აქცია.მან გასული წლის ივნისში თავის გამოსვლაში  საფრანგეთში   ჩადრის ტარება ეროვნული ღირებულებების   საწინააღმდეგო ქმედებად    მოიხსენია.
იმ შემთხვევაში თუ საფრანგეთის პარლამენტი ჩადრის ტარების კანონს მიიღებს,მუსლიმ ქალებს ნიყაბის ტარება სკოლებში,საავადმყოფოებში,სახელმწიფო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში აეკრძალებათ.ქუჩებში ჩარდის აფარვის აკრძალვის საკითხი    ჯერჯერობით ისევ ღიადაა დარჩენილი.
   საფრანგეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ანდრე ჯერინი ,პარლამენტში ჩადრის თემაზე შექმნილ კომისიას ხელმძღვანელობს.  მისი თქმით:„მსგავსი ჩადრების უკან რელიგიური ფუნდამენტალიზმის ის სკანდალური  ნიშნები გამოსჭვივის,რაც  ფრანგულ ღირებულებებს  აბსოლუტურად ეწინააღმდეგება,მითუმეტეს მაშინ,როცა მუსლიმური რელიგიის მიხედვით ჩადრის ტარება ვალდებულებას არ წარმოადგენს.


საფრანგეთში ჩატარებულმა   გამოკითხვამ   აჩვენა,რომ მოსახლეობის უმეტესობა ჩადრის ტარების აკრძალვას მხარს უჭერს.თუმცა კრიტიკოსები გაოცებულები არიან იმ ფაქტით,რომ ეს  თემა საერტთოდ    გახდა სახელმწიფოებრივი დონის მნიშვნელობის   .აღსანიშნავია ის,რომ ჩადრს ანუ ნიყაბს საფრანგეთში მცხოვრები მუსლიმი ქალების ძალზე  ძალზე მცირე რაოდენობა ატარებს და  უმეტესობა  რელიგიის მიმართ პატივისცემას  თავშალის  მოხვევით გამოხატავს.აი რას ამბობს ამ საკითხთან დაკავშირებით კლერ გალემბერტი,რომელიც პარიზის  ისლამის ცენტრში  სამეცნიერო კვლევების ექსპერტია:


„ეს აურზაური საფრანგეთში მცხოვრებ მუსლიმებს აფრთხილებს, რომ რესპუბლიკის პოლიტიკა ძლიერია და თუ თქვენ არ გსურთ მის ეროვნულ  ფასეულობებს პატივი სცეთ,ამას კანონის ძალით გააკეთებთ.თუმცა მუსლიმები ძირიტადად ჩადრის ტარების მიმართ გულგრილნი არიან“
 
    ნორა ჯაბალა ევროპელ მუსლიმთა ფორუმის თავმჯდომარეა .  რელიგიური მოსაზრებით თავშალს ისიც ატარებს,მაგრამ ჩადრის ტარების კატეგორიული წინააღმდეგია.ჯაბალას თქმით,   ჩადრის  ირგვლივ ატეხილი დავა მუსლიმ საზოგადოებას ერთგვარად დაღს დაასვამს.
 
ნორას აზრით,ჩადრის ტარების აკრძალვით მორწმუნე  მუსლიმანი ქალები ჩადრს არ მოიხსნიან და  სახლში დარჩენას ამჯობინებენ.
აღსანიშნავია,რომ ჩადრის თემა საფრანგეთში დიდი ხანია პოპულარულია. 2004წელს საფრანგეთის მთავრობამ  დააწესა კანონი,რომელიც მუსლიმან მოზარდებს სკოლებში თავშალის ტარებას უკრძალავდა.თუმცა ახლაც გოგონები სკოლის შენობიდან გასვლისთანავე თავშალს თავზე მაინც იხურავენ.
  21 წლის ოლორიამ ახლაც არ იცის თუ როგორ მოიქცევა -თუ ჩადრის ტარებას  კანონით აუკრძალავენ. მისი აზრით, ძალზე რთული გადასატანი იქნება. 


ამ ფონზე კი საფრანგეთის კონსერვატორი კანონმდებლები    კანონის დამტკიცებისგან  მარტის არჩევნებამდე თავს მაინც იკავებენ.ამას კი იმით ხსნიან,რომ   არ სურთ ჩადრის თემის პოლიტიზირება მოახდინონ,თუმცა   ბევრი ფრანგის აზრით, ეს თემა საფრანგეთში კარგა ხანია პოლიტიკური განსჯის საკითხია

 წყარო: რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი,თამარ ნერგაძე
29/01/2010