• Call us now:

    +995 598 01 01 01

  • Drop us line:

    info@islam.ge

  • Visit Our Office:

    ბათუმი, გორგასალის N1

მუსლიმთა კავშირის წევრები მუჰამედ შუამავლის დაბადების 1440-ე წლისთავს აღნიშნავენ

აჭარაში მცხოვრები მუსლიმანები წმინდა მუჰამედ შუამავლის დაბადების 1440 წლისთავს აღნიშნავენ. კვირეულის ფარგლებში „ქართველ მუსლიმთა კავშირმა“ ბონის კულტურის სახლში მორწმუნეთა შეკრება მოაწყო. შეხვედრას თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველი მუსლიმანები და ამავე ქვეყნების წარმომადგენელი კონსულები ესწრებოდნენ. შეკრებაზე „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ პრეზენტაცია შედგა, ხელმძღვანელთა თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიზანი ისლამის პოპულარიზაცია და საზღვარგარეთ მცხოვრებ მუსლიმანურ დიასპორებთან საგანმანათლებლო-კულტურული ხასიათის ურთიერთთანამშრომლობა იქნება

ავტორები: ქეთი დუმბაძე; ლაშა თავდგირიძე; მამუკა ცერცვაძე
ვიდეო რეპორტაჟი TV25