• Call us now:

    +995 598 01 01 01

  • Drop us line:

    info@islam.ge

  • Visit Our Office:

    ბათუმი, გორგასალის N1

ქართველ მუსლიმთა კავშირის განცხადება

მოგახსენებთ, რომ ქართველ მუსლიმთა კავშირი არ მიიღებს მონაწილეობას 23 მარტს დაგეგმილ აქციაში. ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენას, და ქალაქ ბათუმში მეჩეთის მშენებლობას, რომელიც აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს ქართველი მუსლიმებისათვის. აქვე განვმარტავთ, რომ ქართველ მუსლიმთა კავშირი მონაწილეობას იღებდა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ დისკუსიებში, თუმცა მას არ გამოუთქვამს რაიმე სახის სურვილი, რომ იქნებოდა აქციის საორგანიზაციო კომიტეტში. ჩვენი არაერთი განცხადებისდა მიუხედავად, ბატონი მურმან დუმბაძე გაზეთ ბათუმელებში (N8 (380) 21-28 მარტი 2011წ) აცხადებს, რომ ვოთომდა ქართველ მუსლიმთა კავშირი მიიღებს მონაწილეობას აქციაში და აიღებს რაიმე სახის პასუხისმგებლობას, რაც მტკნარი სიცრუეა. მიგვაჩნია, რომ აქცია ატარებს პროვოკაციულ ხასიათს, რამაც შესაძლოა დააპირისპიროს ორი სხვადასხვა რელიგიის მიმდევარი თანამოძმენი. ამდენად, აქციის ორგანიზატორებს  მოვუწოდებთ თავი შეიკავონ თავიანთი ჩანაფიქრისგან. ასევე მოვუწოდებთ და ვურჩევთ ყველა მუსლიმს თავი შეიკავონ აქციაში მონაწილეობის მიღებისგან.

ქართველ მუსლიმთა ქავშირი