• Call us now:

    +995 598 01 01 01

  • Drop us line:

    info@islam.ge

  • Visit Our Office:

    ბათუმი, გორგასალის N1

ქართველ მუსლიმთა კავშირის განცხადება

,,ქართველ მუსლიმთა კავშირი” ზოგადად მიესალმება ნებისმიერი რელიგიური ორგანიზაციის დაფუძნებას. ასევე ორგანიზაციულ ფორმას `სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს”, თუმცა ვგმობთ ნებისმიერი სახის ორმაგ სტანდარტს და ავღნიშნავთ, რომ აღნიშნულ ა(ა)იპ ,,სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო” არ იქნება მიღებული ქართველ მუსლიმების მიერ, რაიმე სახით პრიორიტეტულ და ზემდგომ მუსლიმურ ორგანოდ, შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე:

1. ,,ქართველ მუსლიმთა კავშირი”, საქართველოში ქართველ მუსლიმთა უზენაეს რელიგიურ ორგანოდ აღიარებს აჭარის ა.რ. მუსლიმანთა სასულიერო სამუფთო სამმართველოს. ვინაიდან ა(ა)იპ ,,სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო” არის არასამთავრობო ორგანიზაცია, იგი ვერ იქნება აჭარის ა.რ. მუსლიმანთა სასულიერო სამუფთო სამმართველოზე ზემდგომი ორგანო და ვერც სხვა არასამთავრობო რელიგიური ორგანიზაციებისთვის ზემდგომი ორგანო, რადგანაც ყველა ა(ა)იპ ორგანიზაციები იურიდიული სტატუსით თანაბარნი არიან.

2. ,,ქართველ მუსლიმთა კავშირისთვის” მიუღებელია ა.(ა).ი.პ.  ,,სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს” ჩამოყალიბების ის ფორმა, რომელიც გვაქვს სახეზე, რაც გამოიხატება აღნიშნული ორგანიზაციის დამფუძნებლების, ქართველი მუსლიმებისთვის გაურკვეველი პიროვნებებისაგან დაკომპლექტებაში.

,,ქართველ მუსლიმთა კავშირი” აცხადებს, რომ ა(ა)იპ  ,,სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს” დამფუძნებელი პირების ნაწილი არამუსლიმია, ნაწილი კი არარელიგიური, მაშინ როცა ამ ორგანიზაციას ეწოდება ,,სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო”. ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ აშკარად ირღვევა მუსლიმთა უფლებები იმ სახელმწიფო მოხელეების მიერ ვინც ამ ორგანიზაციის დაარსებაში აქტიური როლს თამაშობს. საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს რელიგიურ საქმიანობაში. რწმენის,  სინდისისა და აღმსარებლობის თავისუფლება კონსტიტუციით არის დაცული.