• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

აჭარაში მცხოვრებმა მუსლიმანებმა ყრილობა გამართეს

ვიდეო რეპორტაჟი აჭარის ტელევიზია

აჭარაში მცხოვრებმა მუსლიმანებმა, წმინდა მუჰამედ შუამავლის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დღეს ყრილობა გამართეს.

ყრილობაზევე შედგა ქართველ მუსლიმთა კავშირის პრეზენტაცია და ღვაწლმოსილი ადამიანების დაჯილდოება.მუჰამედ შუამავლის დაბადების დღე, რომელიც მთვარის კალენდრის მიხედვით მოძრავია, წელიწადში ორჯერ აღინიშნება და სხვადასხვა დროს ემთხვევა. წელს ის მოძრავი მთვარის კალენდრით 15 თებერვალსა და უძრავი მზის კალენდრით 20 აპრილს აღინიშნა.

დღევანდელ შეხვედრას ირანის საელჩოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საკონსულოების წარმომადგენლები, ასევე თურქეთში მცხოვრები ქართველი მუსლიმანები ესწრებოდნენ.წმინდა მუჰამედ შუამავლი 571 წლის 20 აპრილს დაიბადა.