• Call us now:

    +995 598 01 01 01

  • Drop us line:

    info@islam.ge

  • Visit Our Office:

    ბათუმი, გორგასალის N1

მუსლიმთა ერთიანობის სიმბოლო

ახმეტის რაიონის სოფელ დუისში იუსუფ მარგოშვილის სახელობის საშუალო სკოლაში მუსლიმთა წმინდა წიგნის – ყურანის ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. 

ხანგოშვილების ოჯახში პანკისის ხეობაში ჩვენი თანამშრომლის, მექა ხანგოშვილის ოჯახში `კავკასიური სახლის` თანამშრომლები არაერთხელ ვყოფილვართ. ამჯერად ყურანი და `კავკასიური სახლის` სხვა გამოცემები ჩაგვაქვს. თბილად, კავკასიური სტუმართმოყვარეობით გვეგებებიან. ცოტა წავიხემსოთ, დაღლილები იქნებითო, გვეუბნება ოჯახის უფროსი ბატონი ხასო. გიორგი ლობჟანიძეს, ყურანის მთარგმნელს შესცქერის და ასეთმა ახალგაზრდამ ესოდენ დიდი შრომა როგორ გასწიაო, უკვირს კიდეც. იუსუფ მარგოშვილის სახელობის საშუალო სკოლის სამასწავლებლო ინტერესი დიდია, სკამები არ გვყოფნის. პირველად უხუცესები სხდებიან, შემდეგ სტუმრები, ბოლოს ახალგაზრდები და ქალები. ჩასულებს ცოტა დაბნეულობა გვეტყობა, განსაკუთრებით გიორგი ღელავს. შესავალ სიტყვას ბატონი ხასო წარმოთქვამს: ყურანი დედნიდან ითარგმნა, არაბულიდან, ენიდან, რომელზედაც ალ-ლაჰმა გარდმოავლინა. თარგმანი მაჰმადიანს, ისლამის მიმდევარს რომ შეესრულებინა, ჩვეულებრივ ამბად მივიჩნევდით, მაგრამ იგი ქრისტიანმა კაცმა, ქართველმა ახალგაზრდამ შეასრულა. გიორგიმ თორმეტი წელი მოანდომა ამ თარგმანს, რომელშიც უზარმაზარი შრომაა ჩადებული. გამოცემა იმითაცაა გამორჩეული, რომ კომენტარები ახლავს. ამ თარგმანმა ირანის სახელმწიფო პრემია `წლის წიგნი~ მიიღო. მართალია, ყურანის ქართულად წაკითხვა აქამდეც შეგვეძლო, 1906 წელს პეტრე მირიანაშვილმა `ცოდნის საზოგადოების~ დაკვეთითა და ილია ჭავჭავაძის თაოსნობით თარგმნა იგი, მაგრამ ის თარგმანი ფრანგული ენიდან იყო შესრულებული, თანაც მას შემდეგ 100 წელი გავიდა და ენაც თანამედროვე ქართულს უკვე საკმაოდაა დაშორებული. იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი გამოცხადებითი რელიგიებია, ერთ ღმერთს რომ აღიარებს და რელიგიათა ერთ ოჯახს ქმნის. ამიტომ ჩვენ, ქართველმა მუსლიმებმა, ქისტებმა არა მხოლოდ ჩვენი რელიგია უნდა ვიცოდეთ, არამედ იუდაიზმი და ქრისტიანობაცო, – ამბობს ბატონი ხასო.

ვრცლად ნახეთ მისამართზე http://www.caucasianhouse.ge/files/mra2.pdf