• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ქართველ მუსლიმთა კავშირის ვიზიტი ევროპის პარლამენტში

2013 წლის 9 იანვარს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, ევროპის პარლამანეტში, ევროპარლამენტის წევრის, საჯაად კარიმის მხარდაჭერით, გაიმართა საერთაშორისო კოლოკვიუმი თემაზე „ევროპელმუსლიმთაინიციატივასოციალურიერთობისთვის:მუსლიმთაძირითადიუფლებებისდაცვადახელშეწყობა“, კოლიკვიუმის ორგანიზატორი იყო „ევროპელ მუსლიმთა ინიციატივა სოციალური ერთობისთვის“ (EMISCO). მხარს უჭერდნენ ორგანიზაციები: „ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი“ (ECR), “კოჯეპ ინტერნაციონალი“ (KOJEP), „მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებებისათვის საერთაშორისო ინსსტიტუტი (IIPJHR), „ბრიუსელის ისლამის მეცნიერებეთა ფაკულტეტი“ (FSIB), საერთაშორისო ორგანიზაციები

2013 წლის 9 იანვარს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, ევროპის პარლამანეტში, ევროპარლამენტის წევრის, საჯაად კარიმის მხარდაჭერით, გაიმართა საერთაშორისო კოლოკვიუმი თემაზე „ევროპელ მუსლიმთა ინიციატივა სოციალური ერთობისთვის: მუსლიმთა ძირითადი უფლებების დაცვა და ხელშეწყობა“, კოლიკვიუმის ორგანიზატორი იყო „ევროპელ მუსლიმთა ინიციატივა სოციალური ერთობისთვის“ (EMISCO). მხარს უჭერდნენ ორგანიზაციები: „ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი“ (ECR), “კოჯეპ ინტერნაციონალი“ (KOJEP), „მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებებისათვის საერთაშორისო ინსსტიტუტი (IIPJHR), „ბრიუსელის ისლამის მეცნიერებეთა ფაკულტეტი“ (FSIB), საერთაშორისო ორგანიზაციები

ENAR-ი და CEJI. აღნიშნულ კოლიკვიუმზე სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო „ქართველ მუსლიმთა კავშირი“ კოლოკვიუმზე კავშირის სახელით თავმჯდომარის მოადგილე ბატონი ტარიელ ნაკაიძე იღებდა მონაწილეობას. islam.ge. ბატონ ტარიელ ნაკაიძეს გაესაუბრა.

islam.ge. ბატონო ტარიელ თუ შეიძლება მოკლედ გვითხარით რას ეხებოდა კოლოკვიუმის თემა?

ტ.ნ. თავისუფლება არის ერთ–ერთი ფუნდამენტალური ფილოსოფიური და პოლიტიკური კონცეფცია, რომელიც ამყარებს ინდივიდუალურ და კოლექტიურ ცხოვრებას დემოკრატიულ საზოგადოებაში. ის მოიცავს ორივეს, თავისუფლებას და ინტერფერენციას, ძალაუფლებასა და ადამიანის მისწრაფებების შესრულების გზებს. თავისუფლება, როგორც ზოგადი საკითხი და ასევე როგორც მისი კონკრეტული ფორმები (რწმენა, შეხედულებები, გამოხატვა და ა.შ.) სათუთად დაცულია თანამედროვე კონსტიტუციურ და ადამიანთა უფლებების დაცვის დოკუმენტში, როგორც ფუნდამენტალური უფლება. ერთის მხრივ ეს წარმოადგენს ევროპის, ევროპულ ღირებულებათა უმთავრეს საყრდენს, მეორეს მხრივ ამავე სფეროში არსებობს რიგი საკითხები, რაც თანამედროვე ევროპის აქტუალურ მსჯელობის თემადაა ქცეული. როგორც კოლოკვიუმზე გამომსვლელთა მოხსენებიდან ჩანც, ევროპული დემოკრატია ნაწილობრივ განიცდის მძიმე სოციო–ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისს. ევროპული დემოკრატია, რომელიც ცნობილი იყო მისი მოქალაქეების ძირითადი უფლებების (რწმენის, გამოხატვისა და სხვა) დაცვითა და პატივისცემით, როგორც ჩანს განიცდის რასიზმის, ანტი–სემიტიზმის, ისლამოფობიის და ძალადობის ექსტრემიზმის აღმავლობას.
მოვლენების ასეთი სამწუხარო განვითარება არა მხოლოდ იწვევს შიშს და შფოთვას ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებში, არამედ ხელს უშლის ერთობის განვითარებას და ზღუდავს თავისუფლებას. ევროპელი მუსლიმები შეშფოთებულები არიან, კონკრეტულად არჩევნების პერიოდში, პოლიტიკურ დისკუსიების დროს გაჟღენთილი ქსენოფობიური და ანტი–მუსლიმური განცხადებებით, რომელიც მუსლიმებს წარმოაჩენს მრავალფეროვნებისა და თანაარსებობის გამავრცელებელი პოლიტიკის ხელისშემშლელ ერთერთ მთავარ მხარედ. ამ დროს ევროპელი მუსლიმები ცდილობენ თვალსაჩინო გახადონ მუსლიმი საზოგადოების წვლილი ევროპის განვითარებაში, კერძოდ შრომისა და მომსახურების ბაზარზე, ბიზნესში, კულტურაში, სპორტში, დემოგრაფიულ ცვლილებებში და სხვა ბევრ სექტორში. ამ შეხვედრის მთავარი მიზანი ვფიქრობ, უფრო იყო, ევროპელი მუსლიმების მიერ, ევროპის ისევე როგორც ელიტური, ასევე რიგითი საზოგადოების დარწმუნება ანტი–მუსლიმური, ანტი–სემიტიზმის, ისლამოფობიის, კურსის შეცვლაში და მათი თანამოქალაქეებად მიჩნევაში. შეხვედრას ესწრობოდნენ ევროპის გავლენიანი და მნიშვნელოვანი უფლება დამცველი და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები.

islam.ge. კოლოკვიუმს რომელი ქვეყნიდან ესწრებოდნენ?

ტ.ნ. კოლოკვიუმს ესწრებოდა ევროპის ქვეყნები, საბერძნეთისა და ბულგარეთის ჩათვლით, თურქეთის, რუსეთის (ყაზანი) და უკრაინის მუსლიმური ორგანიზაციები. საქართველოდან მიწვეული იყო „ქართველ მუსლიმთა კავშირი“.

islam.ge. თქვენი დამოკიდებულება ზემოხსენებულ საკითხებთან მიმართებაში, თქვენ თუ გქონდათ მოხსენების საშუალება და რა საკითხებზე გქონდათ აქცენტი?

ტ.ნ. მსოფლიოში ისლამის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების ზრდას აქვს თავისებური მიზეზიც. თუ დასავლეთში მუსლიმთა რაოდენობრივი ზრდა და მნიშვნელოვანი დემოგრაფიული მონაცემების ცვლილება ადგილობრივი მოსახლეობის გაღიზიანებასა და მუსლიმთა გაუტანლობას იწვევს. აღმოსავლეთში ეს სხვაგვარადაა, რაც უფრო ძალადობის ინსცენირებაში, ისლამის სახელით ჩადენილი სხვადასხვა ტერორისტულ აქტებით გამოიხატება. თუმცა ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც შეინიშნება ნაკლები ინფორმულობა ისლამის შესახებ. ისლამის ძირითადი დოგმატიკისა და საფუძვლების უცოდინრობა. ისლამი დაფუძნებულია ერთ მთავარ საყრდენზე, რაზეც ყურანში უზანაესი ღმერთი ბრძანებს. „ისლამში იძულება არაა, გზა ჭეშმარიტებისა ნათლადაა გარჩეული ცდომილისაგან“. სამწუხაროდ ისლამის ეს მთავარი პრინციპი არამუსლიმებთან ერთად ძალიან ბევრ მუსლიმსაც კარგად არ ესმის.

რაც შეეხება ჩემს გამოსვლას, პირველ რიგში გეტყვით რომ ჩვენი ორგანიზაცია მიწვეული იყო სტუმრის სტატუსით. მე მომეცა საშუალება მოკლედ მესაუბრა საქართველოში ისლამის წარსულისა და თანამედროვეობის შესახებ. ევროპელ მუსლიმებს გავაცანი საქართველოში მუსლიმთა მგომრეობის, უფლებების, ამ საკითხებში მიღწეულ წარმატებებსა და ჯერ კიდევ არსებულ პრობემებზე. აღმოჩნდა, რომ საერთო პრობლემებიც გვაქვს. კერძოდ განათლების სფეროში, რაც კონკრეტულად ეხება რელიგიის საგნის სწავლებას. დომინანტი რელიგიების გავლენას საგანზე და საგნის არასწორმიმართულებით სწავლებას. აღნიშნულ პრობლემის მოგვარებისათვის შეხვედრაზე გაკეთდა სახელმძვანელოს „მუსლიმთა მიმართ შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის ცნობარი (სახელმძღვანელო) პედაგოგებისათვის- ისლამოფობიის გადაჭრა (გადაწყვეტა) განათლების მეშვეობით“ (guidelines for educators on countering intolerance and discrimination against muslims- addressing islamophobia through education) პრეზენტაზიაც. ეს სახელმძღვანელო მომზადებულია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE) და UNESCO მხარდაჭერით. ვფიქრობ მომავლისთვის საქართველოშიც გამოგვადგება ამ გამოცდილების გაზიარება.

ევროპელებს გავაცანი ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, დავამყარეთ ურთიერთობები სახვადასხვა ევროპულ არასამთავრობო უფლებადამცველ და სხვა ორგანიზაციენთან. ევროპის კონტინენტზე ასეთი შეხვედრა ქართველი მუსლიმებისთვის პირველი იყო და იმედია შემდგომშიც ნაყოფიერიც იქნება. როცა საქართველოს მუსლიმების შესახებ მქონდა საუბრები შეხვედრაზე წარმოდგენილ ორგანიზაციებთან, ხშირად მისვამდნენ კითხვას ჩემს წარმომავლობაზე, წარმოშობით აზერბაიჯანელი ან თურქი ხომ არ ვიყავი. მექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ევროპელმა მუსლიმებმა და აქედან გამომდინარე სხვებმაც ნაკლებად იციან საქართველოში ქართველი მუსლიმების არსებობის შესახებ. ალბათ ჩვენი ამ შეხვედრაზე მონაწილეობით ბევრი სწორი ინფორმაცია მივაწოდე საქართველოში მცხოვრები მუსლიმების შესახებ. ჩვენი და ევროპელი მუსლიმების ურთიერთობები კვლავ გაგრძელდება.

islam.ge

2013 წლის 9 იანვარს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, ევროპის პარლამანეტში, ევროპარლამენტის წევრის, საჯაად კარიმის მხარდაჭერით, გაიმართა საერთაშორისო კოლოკვიუმი თემაზე „ევროპელმუსლიმთაინიციატივასოციალურიერთობისთვის:მუსლიმთაძირითადიუფლებებისდაცვადახელშეწყობა“, კოლიკვიუმის ორგანიზატორი იყო „ევროპელ მუსლიმთა ინიციატივა სოციალური ერთობისთვის“ (EMISCO). მხარს უჭერდნენ ორგანიზაციები: „ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი“ (ECR), “კოჯეპ ინტერნაციონალი“ (KOJEP), „მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებებისათვის საერთაშორისო ინსსტიტუტი (IIPJHR), „ბრიუსელის ისლამის მეცნიერებეთა ფაკულტეტი“ (FSIB), საერთაშორისო ორგანიზაციები 

ENAR- და CEJI. აღნიშნულ კოლიკვიუმზე სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო „ქართველ მუსლიმთა კავშირი“ კოლოკვიუმზე კავშირის სახელით თავმჯდომარის

მოადგილე ბატონი ტარიელ ნაკაიძე იღებდა მონაწილეობას. islam.ge. ბატონ ტარიელ ნაკაიძეს გაესაუბრა.

islam.ge. ბატონო ტარიელ თუ შეიძლება მოკლედ გვითხარით რას ეხებოდა კოლოკვიუმის თემა?ტ.ნ. თავისუფლება არის ერთ–ერთი ფუნდამენტალური ფილოსოფიური და პოლიტიკური კონცეფცია, რომელიც ამყარებს ინდივიდუალურ და კოლექტიურ ცხოვრებას დემოკრატიულ საზოგადოებაში. ის მოიცავს ორივეს, თავისუფლებას და ინტერფერენციას, ძალაუფლებასა და ადამიანის მისწრაფებების შესრულების გზებს. თავისუფლება, როგორც ზოგადი საკითხი და ასევე როგორც მისი კონკრეტული ფორმები (რწმენა, შეხედულებები, გამოხატვა და ა.შ.) სათუთად დაცულია თანამედროვე კონსტიტუციურ და ადამიანთა უფლებების დაცვის დოკუმენტში, როგორც ფუნდამენტალური უფლება. ერთის მხრივ ეს წარმოადგენს ევროპის, ევროპულ ღირებულებათა უმთავრეს საყრდენს, მეორეს მხრივ ამავე სფეროში არსებობს რიგი საკითხები, რაც თანამედროვე ევროპის აქტუალურ მსჯელობის თემადაა ქცეული. როგორც კოლოკვიუმზე გამომსვლელთა მოხსენებიდან ჩანც, ევროპული დემოკრატია ნაწილობრივ განიცდის მძიმე სოციო–ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისს. ევროპული დემოკრატია, რომელიც ცნობილი იყო მისი მოქალაქეების ძირითადი უფლებების (რწმენის, გამოხატვისა და სხვა) დაცვითა და პატივისცემით, როგორც ჩანს განიცდის რასიზმის, ანტი–სემიტიზმის, ისლამოფობიის და ძალადობის ექსტრემიზმის აღმავლობას.