• Call us now:

    +995 598 01 01 01

  • Drop us line:

    info@islam.ge

  • Visit Our Office:

    ბათუმი, გორგასალის N1

მეგობრული და ძმური დამოკიდებულება

ისლამი ალლაჰის გულისთვის  მორწმუნეებს შორის აღძრავს მეგობრობას და ძმობას, კეთილდღეობასა და გაჭირვებაში, სიუხვესა და სიძნელეებში, მიუხედავად საზოგადოებაში დაკავებული მდგომარეობისა და არსებული კაპიტალისა, მიუხედავად, ამქვეყნიური უთანხმოებისა და სხვა მსგავსი რამეებისა.


მორწმუნისთვის აუცილებელია იყოს ძალიან ყურადღებიანი მეგობრის არჩევის დროს. არანაირი კავშირი დაიჭიროს უზნეო და ზნედაცემულ ხალხთან. ალლაჰის შუამავალმა (სალლელლაჰუ ალეიჰი ვე სელლემ) ამ საკითხთან დაკავშირებით თქვა: “ჭეშმარიტი მეგობარი რელიგიაშია. დაე, ყოველმა თქვენგანმა გაითვალისწინოს, ვისთან ამყარებს მეგობრობას” (თირმიზი).

თუკი მუსლიმანი იქნება მეგობრული, სიყვარულის გრძნობით დაკავშირებული მეგობართან და მასთან შეხვედრების დროს იხელმძღვანელებს მხოლოდ ალლაჰის კმაყოფილებით, მაშინ, უსიტყვოდ, შეიძენს ჭეშმარიტ წყალობას ალლაჰისგან თავისი მეგობრობისათვის.

აბუ ჰურაირა გადმოგვცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (სალლელლაჰუ ალეიჰი ვე სელლემ) თქვა: “(ერთხელ) ერთმა ადამიანმა მოისურვა მოენახულებინა სხვა სოფელში მცხოვრები თავისი ძმა (რწმენით) და უზენაესმა ალლაჰმა გაგზავნა ის იმ გზით, რომლითაც მიდიოდა ანგელოზი. როდესაც ის ადამიანი მივიდა მასთან, ანგელოზმა ჰკითხა: “სად მიდიხარ შენ?” მან უპასუხა: “მე მინდა მოვინახულო ამ დასახლებაში მყოფი ჩემი ძმა.” ანგელოზი შეეკითხა: “ალბათ, მას შეუძლია აღმოგიჩინოს შენ რაიმე წყალობა ან მოგცეს რაღაც და შენ მისწრაფვი მიიღო ის?” ადამიანმა უპასუხა: “არა, ჭეშმარიტად, მე ის ალლაჰის კმაყოფილებისათვის შევიყვარე!” მაშინ ანგელოზმა უთხრა: “მე კი, ჭეშმარიტად, გამოგზავნილი ვარ შენთან ალლაჰის მიერ, რომ გითხრა, ალლაჰმა შენც შეგიყვარა ისევე, როგორც შენ შეიყვარე ის ადამიანი!” (მუსლიმი).

მუჰამმედ ბაქრმა აუკრძალა ჯეფერ სადიყს მეგობრული ურთიერთობის დამყარება ხალხის შემდეგ კატეგორიასთან:

1). მანკიერ ადამიანთან, რომელიც სიძუნწით გთავაზობს თავის საქონელს;

2). ძუნწთან, რომელიც მიგატოვებს სიღარიბეში;

3). მატყუარასთან, რომელიც უდაბნოში მირაჯის მსგავსია, როდესაც ახლოს დგას _ შორსაა, ხოლო როდესაც შორს _ ახლოსაა.

4). უმეცართან, რომელიც გიკეთებს ბოროტებას და ამბობს, რომ აკეთებს ამას შენთვისთვე საკეთილდღეოდ;

5). მათთან, ვინც წყვეტს ნათესაურ კავშირს.