• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

არაფლოს სეიდ ალის მეჩეთი

არაფლოს მეჩეთი ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტის შულავერის თემში, ზღვის დონიდან 340 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელი ქალაქ მარნეულიდან ათ კილომეტრშია და  900 მდე ადამიანი ცხოვრობს.

   არაფლოს მეჩეთი მართკუთხა ფორმის ერთსართულიან დაბალ ნაგებობას წარმოადგენს. ნაგებია ფლეთილი და რიყის ადგილობრივი ქვით, ქვის წყობა შეიმჩნევა ალაგალაგ თანამედროვე ბათქაშის ქვეშ. კედლები საკმაოდ სქელია. ალაგალაგ მათი სისქე 70 სანტიმეტრს აღწევს.

    შენობის აღმოსავლეთ და და დასავლეთ კედლებში შემორჩენილია დეკორირებულ თაღოვანი ბუხრები. შენობის შიგნით შემორჩენილია არაბული წარწერაც . მეჩეთის აგების ზუსტი თარიღი უცნობია და ადგილობრივთა გადმოცემით მე-19 საუკუნეში უნდა იყოს აგებული.

   მეჩეთს ორფერდა სახურავი აქვს, რომლის ცენტრშიც თუნუქით დახურული გუმბათია მოწყობილი. მეჩეთის შენობას კულტურული მემკიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

    არაფლოს მეჩეთი საბჭოთა დროს საწყობად გამოიყენებოდა. 90 იან წლებში  იგი განაახლეს. ამ დროსაა ბეტონის ორი სვეტი სამლოცველო დარბაზში, რომლებსაც სახურავის კოჭები ეყრდნობა. მეჩეთის გეგმა მარტივია. შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან, ცენტრალურ ნაწილშია, წინ სახურავში მოქცეული ვერანდაა, ვერანდის მარცხნივ კი სამეურნეო სათავსო.     სამლოცველო დარბაზი ერთიანია, მისი ფართობი დაახლოებით 90 კვადრატული მეტრია. საჭიროების დროს, მარცხენა მხარეს ფარდით ტიხრავენ ქალეების სამლოცველოს. სამხრეთის კედელში შეისრულთაღოვანი  დეკორირებული მიჰრაბია ჩასმული. მარჯვნივ კი კათედრა დგას.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

arafplos seid ali (12)-min

arafplos seid ali (11)-min

arafplos seid ali (10)-min

arafplos seid ali (9)-min

arafplos seid ali (8)-min

arafplos seid ali (7)-min

arafplos seid ali (6)-min

arafplos seid ali (5)-min

arafplos seid ali (4)-min

arafplos seid ali (3)-min

arafplos seid ali (2)-min