• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

დიდი ბეგლარის იმამ ჰუსეინის მეჩეთი

     დიდი ბეგლარის მეჩეთი ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტის წერეთლის თემში, ზღვის დონიდან 360 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

    სოფელი ეთნიკური აზერბაიჯანელებითაა დასახლებული და მოსახლეობის რაოდენობა 360 კაცამდეა. დიდი ბეგლარის მეჩეთი ერთსართულიანი კვადრატული ნაგებობაა. მისის სიგრძე დაახლოებით 11, სიგანე კი 10 მეტრია.

     შენობა  2020 წელს ადგილობრივი მრევლის მიერ გაღებული სახსრებით აიგო. ნაგებია ბეტონის ბლოკით. გარედან კი შელესილია ბათქაშით. მეჩეთს შემაღლებული საძირკველი აქვს.  შესასვლელი ჩრდილოეთის მხარესაა. რამდენიმე საფეხურიანი დაბალი კიბე შუაშია განთავსებული. კიბეს ჰოლთან მვყავართ, რომლის მარჯვენა და მარცხენა მხარეს  ორი ოთახია. ოთახები ადმინისტრაციული და სამეურნეო მიზნით გამოიყენება.

    ჰოლიდანაა სამლოცველო დარბაზში შესასვლელი. დარბაზის ფართობი თითქმის 80 კვადრატული მეტრია და ასზე მეტ მლოცველს იტევს. სამხრეთის კედელში მოწყობილია სადა მიჰრაბი. არ აქვს მიმბარი. დარბაზი უხვადაა განათებული ყველა მხარეს არსებული ფანჯრებიდან შემოსული შუქით.     მეჩეთის ეზო შემოსაზღვრულია ბეტონისა და ლითონის ღობით.  შენობას არ გააჩნია მინარეთი.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

didi beglari (1)

didi beglari (7)

didi beglari (6)

didi beglari (5)

didi beglari (4)

didi beglari (3)

didi beglari (2)