• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

იმირის მუჰამმედ რასულულლაჰის მეჩეთი

 იმირის მეჩეთი ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტის შულავერის თემში, ზღვის დონიდან 350 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, სოფელ იმირში 1300 მდე ადამიანი ცხოვრობს.

     იმირის მეჩეთი მართკუთხა ნაგებობაა, იგი დაახლოებით ნახევარი მეტრის სიმაღლის საძირკველზე დგას. სახურავზე ერთი დიდი, ცენტრალური და ოთხი, კუთხის პატარა გუმბათი აქვს. მეჩეთი ერთსაერთულიანია. შესასვლელი აღმოსავლეთის მხრიდან აქვს, სადაც მომცრო ღია ტერასაა მიშენებული. ტერასა ორ სვეტს ეყრდნობა და შეისრული თაღებითაა შემკული.

  აგებულია 2009 – 2010 წლებში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გაღებული ფინანსური სახსრებით. მეჩეთს ყველა მხრიდან მართკუთხედში ჩასმული შეისრულთაღებიანი სარკმლები აქვს, რომლებიც განსაკუთრებულ სილამაზეს ანიჭებს.

   იგი ნაგებია ბეტონის ბლოკებით. თავდაპირველათ ფასადი მოპირკეთებული იყო ქვით, მოგვიანებით კი მთლიანად შეილესა. დასავლეთის მხრიდან მეჩეთს მინარეთი აქვს მიშენებული. მისი სიმაღლე 17 მეტრია და გარედან მთლიანად აგურითაა მოპირკეთებული.

    საკმაოდ ვრცელი ეზო მოფენილია ქვაფენილით და შემოსაზღვრულია ღობით. აღმოსავლეთის მხრიდან ეზოში ერთსართულიანი ნახევრად ღია დამხმარე ნაგებობა დგას, რომელსაც შეკრებების და დღესასწაულების დროს იყენებენ.

    იმირის მეჩეთის შიდა სივრცე ერთიანია, სამლოცველო დარბაზი საკმაოდ ვრცელია. მისი ფართობი 150 კვადრატულ მეტრზე მეტია. ჭერში აქვს საკმაოდ დიდი გუმბათი მისი სიღრმე ჭერიდან რვა მეტრს აღწევს.     სამხრეთის კედელში ჩასმულია დეკორატიული ფილებით მორთული შეისრულთაღებიანი მიჰრაბი. მიჰრაბის მარცხენა მხარეს დგას ხის საკმაოდ მოზრდილი მიმბარი. საჭიროების შემთხვევაში დარბაზი იტიხრება ფარდით და იქმნება ქალების სამლოცველო სივრცე.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

imiri (9)

imiri (8)

imiri (7)

imiri (6)

imiri (5)

imiri (4)

imiri (3)

imiri (2)

imiri (1)