• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

კირიხლოს ფატიმას მეჩეთი

კირიხლოს მეჩეთი ქვემო ქართლის მხარის, მარნეულის მუნიციპალიტეტის ყულარის თემში , ზღვის დონიდან 325 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მეჩეთის ნაგებობა მარტივი გეგმის, მომცრო მართკუთხა შენობაა. დგას დაბალ საძირკველზე. ნაგებია რიყის, ნატეხი ქვითა და აგურით.

   ჩრდილოეთის მხარეს, მარჯვნივ შემორჩენილია აგურით ნაგები მრგვალი ბაქანის ნაშთი, ბაქანი შენობის სახურავზე მდებარეობდა  და აქედან ხდებოდა ლოცვისაკენ მოწოდება. დღეისათვის ისსახურავშია მოქცეული და მხოლოდ კიბეა შემორჩენილი.  

   ნაგებობა ძველია და მისი მშენებლობის ზუსტი თარიღი უცნობია. საბჭოთა დროს გამოიყენებოდა საწყობად. 90 -იანი წლებში კი კვლავ ძველი ფუნქცია დაიბრუნა.

    მეჩეთში შესასვლელი ჩრდილოთის მხრიდანაა, აქ მოწყობილია საკმაოდ ვრცელი ტერასა, რომელიც შენობას მთელ სიგრძეზე გასდევს. მარცხნივ კი სამლოცველო დარბაზში შესასვლელი კარია მოთავსებული.    სამლოცველო დარბაზი ერთიანი სივრცეა, ნათდება, მხოლოდ ჩრდილოეთის კედელზე არსებული თაღოვანი ფანჯრებით. დარბაზის შუაგულში, ჭერში მთელ სიგრძეზე განთავსებულია ხის კოჭი რომელიც კარგად დეკორირებულ ხის სვეტებს ეყრდნობა. სამლოცველო დარბაზში არ არის მიჰრაბი და მიმბარი.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

kirixli (9)

kirixli (8)

kirixli (7)

kirixli (6)

kirixli (5)

kirixli (4)

kirixli (3)

kirixli (2)

kirixli (1)