• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ლეჟბადინის მეჩეთი

ლეჟბადინის მეჩეთი ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიცპალიტეტის ქურთლარის თემში ზღვის დონიდან 300 მეტრის სიმაღლეზე. სოფელი ქალაქ მარნეულიდან  20 კილოემტრითაა დაშორებული.

   ლეჟბადინის მეჩეთი სოფლის განაპირას დგას და ერთსართულიან მართკუთხა ნაგებობას წარმოადგენს. მისი სიგრძე დაახლოებით 13, სიგანე კი 10 მეტრია.

   შენობა  ნაგებია ბეტონის ბლოკებით და გარედან შებათქაშებულია. დასავლეთის მხარეს მიშენებული აქვს ნახევრად ღია ტერასა,

   შესასვლელი ჩრდილოეთის მხარესაა. კარებიდან პირდაპირ სამლოცველო დარბაზი მოხვედრაა შესაძლებელი. დარბაზში ორი ბეტონის სვეტი დგას, რომლებსაც სახურავის კოჭები ეყრდნობა. სამხრეთის კედელში ჩასმულია თაღოვანი სადა მიჰრაბი. არ არის მიმბარი.

 სამლოცველო დარბაზი შეღებილია საღებავით და მოკლებულია ყოველგვარ დეკორს.დარბაზი საკმაოდ ვრცელია და მისი  ფართობი დაახლოებით 140 კვადრატული მეტრია.     ლეჟბადინის მეჩეთის ეზოში დგას მინარეთი. მინარეთი აგებულია ლითონის მსხვილი მილისაგან და მას ირგვლივ დახვეული კიბე შემოუყვება. მინარეთის სიმაღლე დაახლოებით ათი მეტრია.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

lejbadin (6)

lejbadin (5)

lejbadin (4)

lejbadin (3)

lejbadin (2)

lejbadin (1)