• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

მარნეულის იმამ ალის მეჩეთი

მარნეულის იმამ ალის მეჩეთი ქვმო ქართლის მხარეში, ქალაქ მარნეულში სარვან ქოის უბანში, ზღვის დონიდან 420 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.  მეჩეთი1998 წელსაა აშენებული.     გადმოცემით ამ ადგილას იდგა უფრო ძველი მეჩეთი, რომელიც 1739 წელს იყო აგებული. იმის გამო,  რომ ამორტიზირებული იყო და აღდგენას არ ექვემდებარებოდა  შენობა დაშალეს  და დღეისათვის არსებული ააგეს.

     მეჩეთი გეგმით კვადრატული, ორსართულიანი ნაგებობაა. ნაგებია აგურით. სახურავისთვის გამოყენებულია თუნუქის ფურცლები. სახურავის ცენტრში ოვალური დიდი გუმბათი აქვს. გუმბათის ყელს სარკმელების რიგი შემოუყვება, საიდანაც დამატებითი სიმათლე ხვდება მეჩეთის სამლოცველო დარბაზში.

     შესასვლელი აღმოსავლეთის მხრიდან, ცენტრშია, სადაც კარები საკმაოდ დიდ  თაღშია მოქცეული. თაღოვანია კარის ორივე მხარეს არსებული ფანჯრებიც. ასეთივე თაღოვანი, მაგრამ მომცრო სარკმელების რიგი გასდევს ფასადს მეორე სართულის სიმაღლეზეც. მეჩეთის ეზოში დგას სამეურნეო ერთსართულიანი ნაგებობა, არ აქვს მინარეთი.    შესასვლელიდან მეჩეთის ჰოლში ვხვდებით, რომლის მარჯვნივ სამზარეულო და მეორე სართულის შიდა აივანზე ასასვლელი კიბეა. ოთახია მარცხენა მხარესაც, რომელსაც ადმინისტრაციული დანიშნულება აქვს.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

marneulis imam alis (18)

marneulis imam alis (17)

marneulis imam alis (16)

marneulis imam alis (15)

marneulis imam alis (14)

marneulis imam alis (13)

marneulis imam alis (12)

marneulis imam alis (11)

marneulis imam alis (10)

marneulis imam alis (9)

marneulis imam alis (8)

marneulis imam alis (7)

marneulis imam alis (6)

marneulis imam alis (5)

marneulis imam alis (4)

marneulis imam alis (3)

marneulis imam alis (2)

marneulis imam alis (1)