• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

მოლაოღლის მეჩეთი

მოლაოღლის მეჩეთი ქვემო ქართლის მხარის, მარნეულის მუნიციაპლიტეტის სადახლოს თემში, ზღვის დონიდან 560 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელი საქართველო-სომხეთის საზღვრის ხაზზეა. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის თანახმად, სოფელ მოალაოღლიში 1100 მდე კაცი ცხოვრობს.

     მოლაოღლის მეჩეთი ერთსართულიან მარკუთხა ნაგებობას წარმოადგენს. ნაგებია ბეტონის ბლოკებით. შესასველი დასავლეთის მხრიდან აქვს, სადაც  მთელ სიგრძეზე სვეტებიანი ტერასა გასდევს. სვეტები ამავე დროს სახურავის კოჭების საყრდენიცაა.

   დახურულია თუნუქით და სახურავის ცენტრში მოზრდილი გუმბათია მოწყობილი.

     სამლოცველო დარბაზი მეტად სადაა. სამხრეთის კედელში ჩასმულია ოვალურთაღოვანი მიჰრაბი. არ აქვს მიმბარი. სამლოცველო დარბაზი მცირე ზომისაა და მისი ფართობი 66 კვადრატული მეტრია.  საჭიროების შემთხვევაში სამლოცველო დარბაზი ფარდით იტიხრება  ქალების სამლოცველო სივრცის მოსაწყობად.     მოლაოღლის მეჩეთს აქვს ბეტონის ფილებით შემოსაზვღრული ეზო, სადაც დაახლოებით 7 მეტრის სიმაღლის მინარეთი დგას. მინარეთი ლითონის მილითა და თუნუქითაა დამზადებული.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

mollaoglu (6)

mollaoglu (5)

mollaoglu (4)

mollaoglu (3)

mollaoglu (2)

mollaoglu (1)