• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

თექალის იმამ ჰასანის მეჩეთი

თექალის  მეჩეთი ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიცპალიტეტის ყაჩაღანის თემში ზღვის დონიდან 310 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ადგილობრივი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკური აზერბაიჯანელია და 2014 წლის აღწერის მიხედვით სოფელში 1500-მდე ადამიანი ცხოვრობს

თეკალის  მეჩეთი გრძელი მართკუთხა შენობაა. დგას ხელოვნურად მოწყობილ ტერასაზე. მეჩეთი საბჭოთა დროის კოლმეურნეობის სამეურნეო საწყობშია განთავსებული. მისი სიგრძე დაახლოებით 23 სიგანე კი 7 მეტრია. ნაგებია ნატეხი ქვით და შელესილია. სახურავი ორფერდაა. დახურულია შიფერით.

   მეჩეთს არ აქვს მინარეთი და სხვა დამხმარე ნაგებობა

   შენობა 2000 წელს შეძენილ იქნა სახელმწიფოსაგან მრევლის სახსრებით და გადაკეთდა მეჩეთად. ნაგებობა მოითხოვს სრულ რესტავრაციას.

   სამლოცველო დარბაზი ერთიანი სივრცეს წარმოადგენს, თუმცა დასავლეთი ნაწილი გადატიხრულია და იქ ცალკე ოთახია მოწყობილი.   ჭერის სიმაღლე სამ მეტრამდეა. სამლოცველო დარბაზში არ არის მიჰრაბი და მიმბარი.