• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ზემო სარალის იმამ ზამანის მეჩეთი

ზემო სარალის მეჩეთი ქვემო ქართლში,  მარნეულის მუნიციპალიტეტის შულავერის თემში  ზღვის დონიდან 405 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს., სოფელი ქალაქ მარნეულიდან  22 კილომეტრითაა დაშორებული და 2014 წლის აღწერით 900-მდე  ადამიანი ცხოვრობს.

   ზემო სარალის მეჩეთი 1998 წელსა ადგილობრივი მოსახლეობის შემოწირულობებითაა  აგებული. გეგმით იგი მართკუთხა ნაგებობაა. დგას ხელოვნურად შემაღლებულ ტერასაზე, ნაგებია აგურით. შენობას აქვს შემაღლებული საძრკველი.

     აღმოსავლეთის მხრიდან ცენტრში მიშენებულია კიბე, რომელიც მომცრო აივნით ბოლოვდება. აივანი აგურით ნაგებ ორ სვეტს ეყრდნობა და ორფერდა სახურავი აქვს.

   ფასადს მთელ სიგრძეზე გასდევს ოდნავ შეისრული მაღალი თაღოვანი სარკმელები. თუნუქით დახურული სახურავი კი შემკულია თუნუქითვე დამზადებული დეკორატიული დეტალებით, და ოვალური გუმბათით, რომლებიც ინდივიდუალობას მატებენ ნაგებობას.

  შენობის სამხრეთის კედელთან, მარჯვენა და მარცხენა მხარეს, ლითონის მილებით დამზადებული ორი ერთნაირი პატარა მინარეთი დგას, რომელთა სიმაღლეც დაახლოებით შვიდი მეტრია

    ზემო სარალის მეჩეთს არ აქვს დამხმარე ნაგებობები 

    სამლოცველო დარბაზი ერთიან  სივრცეს წარმოადგენს. შესასვლელი კარებიდან მარცხნივ ,

 სამხრეთ კედლის ცენტრში ჩასმულია  შეისრული სადა მიჰრაბი. მისგან მარცხნივ კი რამდენიმე საფეხურიანი მიმბარი დგას.     საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ფარდით სამლოცველო დარბაზის გადატიხვრა  ქალების სამლოცველო სივრცის მოსაწყობად.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

zemo sarali (1)

zemo sarali (13)

zemo sarali (12)

zemo sarali (11)

zemo sarali (10)

zemo sarali (9)

zemo sarali (8)

zemo sarali (7)

zemo sarali (6)

zemo sarali (5)

zemo sarali (4)

zemo sarali (3)

zemo sarali (2)