• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ჩაქვის მეჩეთი

ჩაქვის მეჩეთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, ზღვის დონიდან 30 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

      2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით დაბა ჩაქვში 6720 ადამიანი ცხოვრობს. ჩაქვის მეჩეთი 1998-1999 წლებშია  აგებული. თავდაპირველად ამ ადგილას მარილის საწყობი მდგარა, რომელიც მოგვიანებით პურის საცხობად გადააკეთეს. 90 -იან წლებში კი შენობა მუსლიმ მრევლს გადაეცა, ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ გადააკეთეს.

     ჩაქვის მეჩეთი გეგმით მართკუთხა, ორსართულიან ნაგებობას წარმოადგენს. ნაგებია ტუფის ქვით და ბეტონის ბლოკებით. ფასადი მთლიანად დაფარულია ბათქაშითა და საღებავით. დგას შემაღლებულ საძირკველზე. სახურავი დაფარულია ლითონის ფირფიტებით.

       შესასვლელი ჩრდილოეთის მხარეს აქვს, რომლის ცენტრშიც კარებია ჩასმული. კართან ოვალური, სამსაფეხურიანი კიბე და პატარა ტერასაა მოწყობილი. შენობის შესასვლელში კარებთან მცირე ჰოლია სადაც მეორე სართულზე ასასვლელი კიბე მდებარეობს. კიბის ქვეშ პატარა სამეურნეო ოთახია მოწყობილი. აქედანვე შეიძლება სამლოცველო დარბაზში მოხვედრაც.

      დარბაზის სივრცე დაახლოებით 100 კვადრატულ მეტრს შეადგენს. დარბაზის შუაში დგას ლითონის ოთხი სვეტი, რომლებსაც ჭერში არსებული ბეტონის კვადრატი ეყრდნობა. კვადრატზე გუმბათია მოწყობილი. სამლოცველოს ჭერის სიმაღლე გუმბათთან ერთად 8 მეტრზე მეტია.

     სამლოცველო დარბაზის სამხრეთ კედლის ცენტრში ბეტონის მიჰრაბია მოწყობილი და სტილისტურად იგი ძალინ ჰგავს ბათუმის ორთაჯამის მიჰრაბს.    

     აღსანიშნავია, რომ სალოცავი დარბაზის მიმბარიც და სარკმლის არშიებიც ულამაზესადაა მოხატული. მოხატულობას უკრაინული ტრადიცული დეკორის დიდი გავლენა ეტყობა.

    მეჩეთს საკმაოდ მოზრდილი, ბეტონით მოპირკეთებული ეზო აქვს, რომ ლის ერთ კუთხეში აბდესხანაა, აღმოსავლეთის მხარეს კი სამსართულიანი შენობა დგას რომელშიც მედრესეა მოწყობილი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *