• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

კლდეს მეჩეთი

კლდეს მეჩეთი სამცხე-ჯავახეთის მხარის ახალციხის მუნიციაპლიტეტში ზღვის დონიდან 1020 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით სოფელ კლდეში 768 კაცი ცხოვრობს.

     კლდეს მეჩეთი გეგმით მართკუთხა ნაგებობაა. მისი სიგრძე დაახლოებით 11, სიგანე კი 9 მეტრია. დგას მიწაში ჩასმულ საძირკველზე. ნაგებია ნატეხი ქვით. კუთხეების, სარკმელების და კარების ღიობებისათვის კი გამოყენებულია თლილი ქვა.

    მეჩეთის აგების ზუსტი თარიღი უცნობია. სტილისტურად და არქიტეტქტურული ფორმებიდან გამომდინარე შესაძლოა ვივარაუდოთ რომ იგი მე -19 საუკუნეშია აგებული მუსლიმი მესხების მიერ.

     საბჭოთა პერიოდში, მესხების გადასახლების შემდეგ  კლდეს მეჩეთი საწყობად გამოიყენებოდა და დღესაც ამ ფუნქციით გამოიყენება.

    შენობა ორსართულიანი ყოფილა. კედლებში შიგა მხრიდან შემორჩენილია სართულშორის კოჭების ფოსოები და მეორე სართულის კარიც. შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან ჰქონდა სადაც საკმაოდ განიერი თაღია შემორჩენილი.

   სამხრეთის კედელში შემორჩენილია მოჩუქურთმებული შეისრულთაღოვანი ქვის მიჰრაბიც. თავდაპირველად მეჩეთი შიგნიდან მობათქაშებული და ფერადი საღებავებით ყოფილა შეღებილი. საღებავის კვალი შერჩენილია მიჰრაბზე.     დღეისათვის ბათქაში სრულად არის ჩამოცვენილი. 2012 წელს კლდეს მეჩეთს კულტურული მემკიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *