• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ნაქალაქევის მეჩეთი

ნაქალაქევის მეჩეთი სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 1360 მეტრის სიმაღლეზე, სოფელ ნაქალაქევის ზედა უბანში მდებარეობს. მეჩეთი მე-19 საუკუნეში მუსლიმი მესხების მიერაა აგებული და 1944 წელს, მათი შუა აზიაში გასახლების შემდეგ უმოქმედოა.

    კომუნისტური პერიოდში იგი კოლექტივის  საწყობად გამოიყენებოდა, დღესდღეობითაც საწყობად გამოიყენება მეზობლად მცხოვრების მიერ, რომელსაც მეჩეთის შენობის ჩრდილოეთ მხარეს ბოსელი აქვს მიშენებული და ეზოსაც საქონლის სადგომად იყენებს.

   ნაქალაქევის მეჩეთი გეგმით კვადრატთან მიახლოებული ნაგებობაა. დგას მიწაში ჩასმულ საძირკველზე. ნაგებია ნატეხი ქვით და აქვს ორფერდა სახურავი.

   მეჩეთს სესასვლელი დასავლეთის მხრიდან აქვს სადაც მოწყობილია სწორკუთხა თაღი., სამლოცველო დარბაზი საკმაოდ ვრცელია და მისი ფართობი დაახლოებით ასი კვადრატული მეტრია.

      თავდაპირველად დასავლეთისა და აღმოსავლეთის კედლებში ჰქონია განიერი სარკმელები, რომლებიც დღეისათვის ამოშენებულია.    ინტერიერში კი შემორჩენილია კარგად თლილი ქვით მოწყობილი თაღოვანი სალოცავი ნიშა – მიჰრაბი. თავის დროზე იგი შეღებილი ყოფილა. დღემდე აქვს შერჩენილი ძველი სარებავის კვალიც.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

naqalaqevi (10)

naqalaqevi (9)

naqalaqevi (8)

naqalaqevi (7)

naqalaqevi (6)

naqalaqevi (5)

naqalaqevi (4)

naqalaqevi (3)

naqalaqevi (2)

naqalaqevi (1)