• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ისლამის შესაბამისი ცხოვრება

ჭეშმარიტი მუსლიმანი _ არის ადამიანი, რომელიც გულით ფლობს აბსოლუტურ სმენას ამ სამყაროში ყველაფრის-საკუთარი თავის, ხალხის, ყველა ქმნილებისადმი. ყველაფრის შემოქმედად აღიარებს ალლაჰის. ზოგიერთი მორწმუნე ისლამის საჩუქარს ღებულობს როგორც აუცილებელს. ეს საჩუქარი ისევე რჩება მათ ხელებში გაყინულივით. ისინი არ ცდილობენ ისარგებლონ მისით ან კიდევ სარგებლობენ არა თავიანთ და გარშემომყოფთასასარგებლოდ. ზოგჯერ, დაე, გვაპატიოს უზენაესმა ალლაჰმა გაბედულებისათვის, ასეთი დონის ხალხის ქცევებზე დაკვირვებისას, უნებლიეთ წარმოიშობა ვარაუდი: შეიძლება ისლამი _ ეს სხვა რამეა, ხოლო მუსლიმანები კი _ სულ სხვნი არიან.

ისლამის კანონები კი მარტივი და გასაგებია, ისინი პასუხობს ხალხის ყველა გასაჭირს და განკუთვნილია იმისათვის, რომ მორწმუნე შინაგანად ცხოვრობდეს მშვიდობასა და სიყვარულში, შესაბამისად გაუნაწილოს სხვებს ეს გრძნობები. ყურანსა და მუჰამმედ შუამავლის სუნნეთში ამისათვის ყველა აუცილებელი ინსტრუქციაა მოცემული. ღვთისმოშიშობა, გულისხმიერება, კეთილმოსურნეობა, მზრუნველობა, შეხედულებების სიფართოვე, განათლებულობა, პასუხისმგებლობა _ ეს ის თვისებებია, რომლებიც ისლამის მოთხოვნილებათა გულწრფელი შესრულების აუცილებელი შედეგია. ამრიგად, ვკითხულობთ რა ამ სტატიას, ერთხელ კიდევ შევახსენებთ საკუთარ თავს, თუ რას ნიშნავს ისლამის შესაბამისი ცხოვრება.,

ნათესაური კავშირები

ყოველი მუსლიმი უნდა ცდილობდეს შეინარჩუნოს ნათესაური დამოკიდებულება და არ გაწყვიტოს ის უთანხმოების მიზეზით, ეცადოს ყოველთვის გაუფრთხილდეს ერთიმეორის უფლებებსა და მოვალეობებს თავიანთ ნათესავებთან მიმართებაში, უცვლელად მოინახულოს ისინი დღესასწაულებზე, მნიშვნელოვან ზეიმებზე, მათგან ავადმყოფებს დაუთმოს განსაკუთრებული ყურადღება, აღმოუჩინოს ყოველგვარი მხარდაჭერა და დახმარება. იმ ნათესავებს, რომლებიც ცხოვრობენ შორს, შეძლებისდაგვარად, მისწეროს წერილი, ან დაუკავშირდეს ტელეფონით.

მშობლებისა და შვილების ურთიერთდამოკიდებულება და ურთიერთმოვალეობანი

ბავშვის დაბადების შემდეგ ყოველი მშობლის მოვალეობაა: მისცეს ბავშვს ღირსეული სახელი, შეასწავლოს რელიგიური მოვალეობები, რომელიმე საქმე ან ხელობა, დროის მოსვლასთან ერთად დააქორწინოს ან გაათხოვოს. და ყველაფერი ეს იმისათვის, რომ მომავალში ეს შვილები იყვნენ საზოგადოებისთვის სასარგებლო, ღირსეული მუსლიმანები. თავის მხრივ, კი მათ მოეთხოვებათ თავიანთ მშობლებს მიმართონ პატივისცემით, მოუსმინონ უფროსებს და დაეხმარონ მათ ყველაფერში, შესაძლებლობის მიხედვით შეასრულონ მშობლების ნებისმიერი სურვილი, თუკი რა თქმა უნდა არ ეწინააღმდეგება ისლამს.

ისეთი ოჯახი, რომელშიც ვლინდება მშობლებისადმი ზრუნვა და საპასუხო წყალობა ბავშვებისადმი, სადაც არსებობს ურთიერთპატივისცემა და ურთიერთდახმარება _ ყოველთვის იქნება მიზიდულობის ცენტრი ოჯახის ყველა წევრისათვის.

ყოველ ჩვენგანს უზენაესი ალლაჰი ყურანიდან მოგვმართავს ასეთი სიტყვებით: “შენმა ღმერთმა მხოლოდ და მხოლოდ მასზე თაყვანისცემა და მშობლებზე კარგად მოქცევა (გი)ბრძანა. თუ მშობლებიდან ერთი ან ორივე შენ გვერდით მიაღწევს ხანდაზმულ ასაკს, მაშინ ნუ ეტყვი უკმაყოფილოდ მათ „უფფ~! ნუ დაამცირებ და მათ ლამაზი სიტყვებით მიმართე. თავმდაბლობით მოწყალების ფრთა გადააფარე და წარმოსთქვი: „ღმერთო! შეიწყალე ისინი, ისე როგორც ისინი მე მწყალობდნენ და მზრდიდნენ პატარაობისას“. (სურა “ალ-ისრა,” 17/23-24).

წმინდა მუჰამმედ შუამავლის  (ს.ა.ს.) ჩვენამდე მოღწეულ ჰადისში ლაპარაკია, რომ წმნდა მუჰამმედ შუამავალმა სამჯერ წარმოსთქვა სიტყვა: “დაე, ცხვირით თხაროს მიწა.” მას შეეკითხნენ: “ო, შუამავალო! ვისზეა აქ საუბარი?”  მან უპასუხა: “მასზე, ვინც მიაღწია იმ დრომდე, როდესაც მოხუცდნენ მისი მშობლები ან ერთ ერთი მათგანი და ვერ შეძლო სამოთხეში შესვლა, ვერ დაიმსახურა მშობლების კმაყოფილება” (მუსლიმი, ბირრ ვა სილია, 9, 10; აჰმედ ბინ ჰანბალ `მუსჰადი,~ II, 254).

ცოლ-ქმრული ურთიერთობა

ისლამამდელ ხანაში არებეთის ნახევარ კუნძულზე და ზოგადად ყველგან ქალს არ გააჩნდა საკუთარი უფლებები. მას არ ჰქონდა არანაირი მნიშვნელობა საზოგადოებისათვის. ძველ ჩინეთში ქალს საერთოდ არ თვლიდნენ ადამიანად. ინგლისში მას თვლიდნენ უზნეოდ და ნებას არ რთავდნენ შეხებოდა სახარებას. ხოლო იერუსალიმში მამას შეეძლო კიდეც გაეყიდა საკუთარი ქალიშვილი. ისლამამდე პერიოდის არაბეთში არსებობდა პრაქტიკა ცოცხლად დაემარხათ ახლდაბადებული გოგონები, რადგანაც მათ თვლიდნენ ოჯახის სირცხვილად. ისლამმა კი შეცვალა ქალის მდგომარეობა, დაუბრუნა მას საუკუნეების მანძილზე ფეხქვეშ გათელილი უფლებები და იხსნა (გადაარჩინა) უსამართლო დამცირებისგან.

ისლამმა დაავალდებულა მამაკაცი ეზრუნა თავის ცოლსა და ბავშვებზე, მიეცა მათთვის სწავლის საშუალება და აგრეთვე უზრუნველეყო საარსებო საშუალებებით. ქალი კი ალლაჰმა დაავალდებულა ბავშვების აღზრდით, ქმარზე დახმარებით და შინამეურნეობის წესრიგში მოყვანით. ამრიგად, თითოეულ მათგანს უზენაესმა ალლაჰმა განუსაზღვრა კონკრეტული ვალდებულებების წრე, რომელიც ემყარება ურთიერთსიყვარულსა და პატივისცემას _ მტკიცე ოჯახური დამოკიდებულებების საფუძველს. ამ მიმართებით ყურანში ნათქვამია: …„…ცოლების ქმრებისადმი უფლებამოსილებანი ისეთივეა, როგორც ქმრების ცოლებისადმი, თუმცა ქმრები საფეხურებრივ თავიანთ ცოლების მდგომარეობაზე უფრო მაღლა დგანან…~ (სურა “ალ ბაყარა,” 2/228).

ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) დაამატა შემდეგი: გამოკვებეთ ქალები და ჩააცვით მათ თქვენს ხელთ არსებული სურსათ-სანოვაგის მარაგით და ტანსაცმლით, არ სცემოთ, არ გალანძღოთ და არ დასაჯოთ” (მუსლიმი).

ბუჰარს მოაქვს ალლაჰის შუამავლის (სალლელლაჰუ ალეიჰი ვე სელლემ) შემდეგი ჰადისი: `დაარიგეთ ერთიმეორე ქალთან მიმართებაში კეთილშობილური საქციელებით.~

მოხუცებისადმი პატივისცემით მოპყრობა

ყოველი მუსლიმი კეთილად და პატივისცემით უნდა მოეპყროს მოხუც ხალხს, რადგანაც მათზე პასუხისმგებლობის გრძნობა, მკაცრი ვალდებულებები მას ალლაჰმა დააკისრა. ყოველ მათგანს, იმისდა დამოუკიდებლად, საპატივცემულო თუ წესრიგიანი ხალხია, ბაბუები თუ ბიძებია, ბიძები თუ ბიცოლებია, მასწავლებლებია თუ მეზობლები _ ყველა ხანდაზმული ადამიანისადმი მუსლიმანმა უნდა გამოავლინოს ტაქტიანობა და პატივისცემა, და აგრეთვე, შეძლებისდაგვარად, მათზე დახმარება. მათთან საუბრები ბევრ დამოკიდებულებაში სასარგებლოა: ყოველთვის შეიძლება მათი ცხოვრებისეული გამოცდილების მონათხრობიდან აიღო სასარგებლო, ჭეშმარიტ სიკეთედ იქნება მათგან მიღებული კეთილი სურვილები და დარიგებანი.

ამრ ბინ შუაიბი გადმოგვცემს თავისი მამის სიტყვებით, რომ მისი ბაბუა აბდულლაჰ ბინ ამრმა თქვა: “ჩვენთაგანი არ არიაან ისინი, ვინც არ იცოდებს  უმცროსს, და არ ავლენს უფროსისადმი პატივისცემას.” (აბუ დაუდ, თირმიზი).

მეზობლის უფლებები

ისლამი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, აგრეთვე, მეზობლებთან კავშირს. ამის შესახებ ალლაჰის შუამავალმა (სალლელლაჰუ ალეიჰი ვე სელლემ) თქვა: “ჯებრაილმა (მთავარანგელოზმა) მეზობლის მიმართ სიკეთის ქმნა იმდენჯერ მირჩია, რომ მეგონა, მეზობელი მეზობლის მემკვიდრედ დარჩებოდა.” (ბუჰარი, ედები, 28; მუსლიმი, ბირრ ვა სილა, 140-141; იბნ მაჯა ადაბ, 4).

ასევე ერთ-ერთი ჰადისი გვამცნობს: “ალლაჰისა და განკითხვის დღის მორწმუნე, გულუხვი უნდა იყოს მეზობელთან” (ბუჰარი, ედაბი, 31; მუსლიმი, იმანი, 74; იბნ მაჯა, ედაბი, 4).

ჭეშმარიტი მუსლიმანი აუცილებლად ყურადღებიანი უნდა იყოს მეზობლის უფლებებისადმი და არ მიაყენოს ზიანი ან სხვა რაიმე უხერხულობანი, ამასთანავე, მორჩილად გადაიტანოს მისი მხრიდან მიყენებული უხერხულობანი, გაუფრთხილდეს მის ღირსებას და ქონებას საკუთარის მსგავსად, ავადმყოფობისას მოინახულოს ის, შეეცადოს დაეხმაროს გაჭირვებაში, გაიზიაროს მისი სიხარული და ანუგეშოს უბედურების შემთხვევაში.

ავადმყოფის მონახულება

ავადმყოფის მონახულების შემთხვევაში, რომელიც იმყოფება შევიწროებულ მდგომარეობაში და დამოუკიდებლად არ შეუძლია გადაიხადოს სამედიცინო მომსახურებისა და წამლების ფული, აუცილებელია მასზე ზრუნვა და შეძლებისდაგვარად თავისთავზე მისი ხარჯების გადახდის აღება.

ალლაჰის შუამავალმა (სალლელლაჰუ ალეიჰი ვე სელლემ) თქვა: “განკითხვის დღეს ალლაჰი წარმოთქვამს: “როდესაც ავად ვიყავი ადამიანთა მოდგმამ არ მომინახულა მე.” ხალხი მას ეტყვის: “ღმერთო, როგორ შეგვეძლო შენი მონახულება, შენ ხომ სამყაროთა ღმერთი ხარ?!” მაშინ ალლაჰი უპასუხებს: “როდესაც ავად იყო ერთ- ერთი ჩემი მონა-მსახურთაგანი, თქვენ ის არ მოინახულეთ. თქვენ, რომ მაშინ მისულიყავით მასთან, ჭეშმარიტად, მნახავდით მე ავადმყოფთან ერთად” (მუსლიმი).

მოინახულებთ რა ავადმყოფს, შეეცადეთ ანუგეშოთ ის, გაამხნევეთ კეთილი სიტყვებით და შეევედრეთ ალლაჰს მისი გამოჯანმრთელება. ამასთანავე, გახსოვდეთ, რომ ავადმყოფთან ვიზიტი არ უნდა იყოს ხანგრძლივი და მისთვის დამღლელი.

ალლაჰის შუამავალი (სალლელლაჰუ ალეიჰი ვე სელლემ) გვირჩევდა მიგვემართა ავადმყოფისათვის ასეთი სიტყვებით: “ლაბა სა, მაჰურუნ, ინ შა ალლაჰუ” _ რაც ნიშნავს, “არაა უბედურება, რომელიც არ განიწმინდები ალლაჰის წყალობით! (`მუსლიმანის ციხე-სიმაგრე,” 49/147). ან: “ას ელუ _ ალლაჰ _ ალ _ აზიმ, რაბბილ _, არშილ _ აზიმ, ღენ იეშფიექა” _ `ვთხოვ უდიდეს ალლაჰს, დიდი ტახტის მფლობელს, რომ მან გაგნკურნოს შენ.” ეს სიტყვები უნდა წარმოითქვას შვიდჯერ. გადმოგვცემენ, რომ ალლაჰის შუამავალმა (სალლელლაჰუ ალეიჰი ვე სელლემ) თქვა: “თუკი ისლამის ამღიარებელი ნებისმიერი მსახური მოინახულებს ავადმყოფს, სიცოცხლის ვადა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ამოწურული და შვიდჯერ იტყვის: `ვთხოვ უდიდეს ალლაჰს, უდიდესი ტახტის მფლობელს, რომ მან გაგნკურნოს შენ“_ალლჰის ნებით ის განიკურნება” (`მუსლიმანის ციხე-სიმაგრე,~ 49/148).

თუკი ავადმყოფი წევს საავადმყოფოში, აუცილებელია დროდადრო მისი მონახულება. ამასთანავე, თუკი მარტოხელაა, საჭიროა მასთან მჭიდრო კავშირის დაჭერა და შეძლებისდაგვარად დახმარება.

საფლავების მონახულება
 
ალლაჰი ყურანში ბრძანებს: “ყოველი სული (არსება)  აუცილებლად იგემებს სიკვდილს” (სურა “ალი იმრანი,” 3/185). უდიდესი ალლაჰის განსაზღვრით ყოველი მცხოვრები ადამიანი ოდესღაც შეიცნობს სიკვდილს, მისი ხრწნადი სხეული გადაეცემა მიწას, რის შემდეგაც ის აღმოჩნდება წყვდიად სამყაროში, დაელოდება ანგარიშის დღის გათენებას, საფლავების მონახულებით და ამ სამყაროდან წასულების სულიერი გზის გააზრებით ხდება ადამიანისათვის სიკვდილის შეხსენება, რომელიც ასე თუ ისე მაინც მოუწევს მას, აღვიძებს მასში შეგნებულ სიფრთხილეს ქვეყნის ამაოებისა და მადლიერების სურვილს თავისი სიცოცხლის შემქმნელისადმი.

ალლაჰის შუამავალმა (სალლელლაჰუ ალეიჰი ვე სელლემ) თქვა: “თუმცა ადრე მე თქვენ აგიკრძალეთ საფლავების მონახულება, ახლა კი მოინახულეთ ისინი, რადგანაც მათი მონახულება შეგახსენებთ სიკვდილს.”(მუსლიმი).

საფლავების მონახულება მოითხოვს ქცევის განსაზღვრულ ნორმებს. თავდაპირველად აუცილებელია მიესალმოთ და უსურვოთ მშვიდობა საფლავის მცხოვრებლებს. მუსლიმანის მიერ გადმოცემული ჰადისის თანახმად, ალლაჰის შუამავალი (სალლელლაჰუ ალეიჰი ვე სელლემ) ურჩევდა აიშეს მისალმებოდა მიცვალებულებს შემდეგი სახით: “ესსელამუ ალექუმ ეჰლიდ _ დარი მინელ მუყმინიინ ველ მუსლიმინ ვე ინნა ინ შა ალლაჰ ბიქუმ ლიეხიქუნ ვე იერხემუ ალლაჰუ ელ _ მუსთაყდიმინ მინნა ვე ელ _ მუსთახირინ, ესელუ ალლაჰა ღენნა ვე ლექუმ ალ-აფიეთუ”

“მშვიდობა თქვენ, ო, აქ მწოლიარე მორწმუნეებო და მუსლიმანებო! უეჭველად, თუკი იქნება ალლაჰის ნება-სურვილი, ჩვენ შეგიერთდებით თქვენ და ალლაჰი ჩვენგან შეიწყალებს მათ, ვინც წავიდა ასე და ვინც დაიგვიანეს, მე ვთხოვ ალლაჰს გადარჩენას თქვენთვის და ჩვენთვის!”
 (`მუსლიმანის ციხე-სიმაგრე,~ 60/165).

შემდეგ საფლავის ბოლოს ფეხზემდგომარე წაუკითხეთ მას საჩუქრად სურა “ალ-ფათიჰა~ და გაიმეორეთ 11-ჯერ სურა “იხლასი.” თუკი თქვენს განკარგულებაშია დროის საკმარისი რაოდენობა, წაიკითხეთ მისთვის სურა “იასინიც.” გარდა ამისა, შეევედრეთ განსვენებულისთვის.

ნაკლებუზრუნველყოფილი ოჯახების მონახულება და მათზე შეძლებისდაგვარად დახმარების აღმოჩენა

დიდმა შემოქმედემა დაადგინა ერთი კატეგორია ხალხის უპირატესობა მეორისადმი _ არა მათი სიმდიდრის დონით, მდგომარეობითა და წარმომავლობით, არამედ ღვთისმოშიშობის ხარისხით. უზრუნველყოფილ ხალხთა შორის უზენაესი ალლაჰი განადიდებს მათ, ვინც იძენენ ქონებას კანონიერი გზით, ხოლო თავიანთ დანაზოგს გაიღებენ ალლაჰის გზაზე. დანარჩენ ხალხთა შორის ის გამოყოფს მომთმენებსა და კმაყოფილებს ღმერთის იმ დანაწილებით, რომელიც მათ წილად ხვდათ. ყურანის მიხედვით, რწმენისა და აუცილებელი ლოცვის შესრულებასთან ერთად მუსლიმანისთვის საჭიროა არ დაივიწყოს ისეთი წმინდა მოვალეობა, როგორიცაა თავისი საშუალებების ნაწილის გაჭირვებულების, ღარიბების ან უფრო ნაკლებუზრუნველყოფილი მუსლიმანებისთვის მსხვერპლად გაღება (სურა “ალ-ბაყარა,” 2/3). უქონელებისთვის ასეთი საშუალების მიღება არის ალლაჰისგან უფლება გამოკვებისათვის. ამასთანავე, ყოველ უზრუნველყოფილ მუსლიმანს კარგ იქნება გააჩნდეს სურვილი და მისწრაფება მოინახულოს ნაკლებუზრუნველყოფილი ოჯახები აუცილებელი დახმარების აღმოჩენის მიზნით, აგრეთვე მოიწვიოს ისინი საკუთარ სახლში და მიიღოს მუსლიმანური სტუმართმოყვარეობის საუკეთესო ტრადიციებით, რათა ამრიგად გაინაწილოს მათთან ერთად ალლაჰის მიერ ნაჩუქარი ყველა სიკეთის სიხარული. ხოლო რაც შეეხება ღარიბებთან დამოკიდებულებას ზიზღითა და ქედმაღლობით, აგდებულად და ამპარტავნულად _ ასეთი საქციელი მკაცრად ისჯება ისლამით. ამასთან დაკავშირებით, ალლაჰის შუამავალმა (სალლელლაჰუ ალეიჰი ვე სელლემ) თქვა: “ყველაზე ცუდ საჭმლად აღიარებულია საქორწილო გამასპინძლება, რომელზეც მდიდრებს ავიწყდებათ ღარიბი ხალხის მიწვევა” (ბუჰარი).

ჭეშმარიტად, ასეთი გულწრფელი და სუფთა გამასპინძლება ალლაჰის შუამავლისმიერ (სალლელლაჰუ ალეიჰი ვე სელლემ) ეს გულწრფელი სუფთა ტრადიცია სამემკვიდრეობით დატოვებულია ყოველი მუსლიმანისთვის!

მეცნიერების, განათლებულებისა და უმწიკვლო წრის ხალხთან ყოფნა

უდიდესი შემოქმედი თავისი წერილების დახმარებით მოგვმართავს ჩვენ: “ო, თქვენ, ვინც ირწმუნეთ! გეშინოდეთ ალლაჰის და იყავით მართალთა რიცხვში” სურა (“ათ თევბე”, 9/119). ნამდვილად, ყოველმა მუსლიმანმა აუცილებლად უნდა მოინახულოს შეკრებილი ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან ჭეშმარიტებით, მაღალი ცოდნით. მეცნიერთა კრებები, რომლებიც ასრულებს რელიგიისა და წმინდანთა მინაწერს _ ალლაჰმა ხომ ეს ხალხი დააჯილდოვა თავისი დიდი წყალობითა და სიუხვით. ასეთ ხალხთან ურთიერთობა _ ბედნიერი შესაძლებლობაა შეავსო ცოდნისა და ჭეშმარიტების ის შუქი, რომლისკენაც გზა გაკვალულ იქნა მათ მიერ გულწრფელი ღვთისმსახურების წყალობით.

როგორც წვიმა რწყავს გვალვისაგან დამსკდარ მიწას, ასევე ალლაჰი ბრძენთა სიტყვებით აცოცხლებს გამომშრალ გულებს.

ვალის თავის დროზე დაბრუნება

მისცე სესხად ფული გაჭირვებაში ჩავარდნილ მუსლიმანს, ისლამის მიხედვით, არის ღმერთის სასურველი საქმე. ამ საქმესთან დაკავშირებით ალლაჰის შუამავალი (სალლელლაჰუ ალეიჰი ვე სელლემ) ამბობდა: ყველას, ვინც გასცემს სესხად განსაზღვრული დროით ფულის რაღაც ნაწილს, მას ვალის გადახდის დამთავრებამდე ყოველ დღეს ეწერება თითო-თითო ჯილდო. ხოლო როცა ვალის გადახდის ვადა მისი ამოწურვის შემდეგ გაგრძელდება, ასეთ შემთხვევაში გამსესხებელს ყოველ გაგრძელებულ დღეზე ეწერება თითო-თითო მადლი მანამ, სანამ ეს ვალი მთლიანად არ იქნება გადახდილი~ (იბნ მაჯა). ალლაჰის შუამავლის (სალლელლაჰუ ალეიჰი ვე სელლემ) სხვა ჰადისში ნათქვამია: “იყო ერთი ვაჭარი, რომელიც აძლევდა სესხს ხალხს. ხედავდა რა თავისი მოვალის შეუძლებლობას, ის ეუბნებოდა თავის მსახურს: `ვიყოთ მისდამი შემწყნარებლური იმის იმედით, რომ ალლაჰიც იქნება ჩვენდამი მოწყალე.” ამიტომ ალლაჰმა იხსნა ეს ვაჭარი ცოდვებისგან და დააჯილდოვა ის თავისი პატიებით,” (ბუჰარი). მაგრამ, ყველა მუსლიმანს აუცილებელია ახსოვდეს, რომ გადაიხადოს ვალი მოლაპარაკებული ვადის ამოწურვამდე, არ გააჩნდეს ამაში სიძნელეები, არის ვალდებულება. თუ რაიმე მიზეზის გამო ვალის დროული გადახდა შეუძლებელია, საჭიროა ამის შესახებ ვაცნობოთ გამსესხებელს და მოვთხოვოთ აღებული სესხის ვადის გაგრძელება. მუჰამმედ შუამავალმა (სალლელლაჰუ ალეიჰი ვე სელლემ) ამ საკითხთან დაკავშირებით თქვა: “თქვენგან საუკეთესოა ის, ვინც პატიოსნად იხდის თავის ვალებს” (ბუჰარი, მუსლიმი). ასევე “არასამართლიანია მდიდრის მიერ ვალის გასტუმრების გადავადება” (ბუჰარი, მუსლიმი).

ჯამაათით ლოცვის მნიშვნელობა

Aაბდულლაჰ ბინ ომარის სიტყვებით გადმოგვცემენ, რომ ალლაჰის შუამავალმა (სალლელლაჰუ ალეიჰი ვე სელლემ) თქვა: “ჯემაათით ლოცვა ოცდაშვიდი საფეხურით მაღლა დგას ინდივიდუალურზე” (ალ-ბუჰარი, მუსლიმი).

მასჰაბ ჰანიფას მიხედვით, ჯამაათით ნამაზი განისაზღვრება როგორც სუნნეთი მუაქქადა _ რაც აღნიშნავს: “ნამაზის შესრულებას, განმტკიცებულს ალლაჰის შუამავლის (სალლელლაჰუ ალეიჰი ვე სელლემ) საკმაოდ ხშირად შესრულებით.”

ამ თემასთან დაკავშირებით, ცნობილია აბუ ჰურაირას მიერ გადმოცემული მუჰამმედ შუამავლის ჰადისი, რომ ალლაჰის შუამავალმა (სალლელლაჰუ ალეიჰი ვე სელლემ) თქვა: “ვფიცავ მას, ვის ხელშიცაა ჩემი სული (ხდებოდა ისე, რომ), მე მინდოდა მებრძანებინა შეეგროვებინათ შეშა, შემდეგ ეხმოთ (ხალხი) ლოცვისათვის, შემდეგ ებრძანათ რომელიმესთვის ყოფილიყო იმამი, ხოლო შემდეგ კი გამოცხადებულიყვნენ იმ ხალხთან, (რომლებიც არ მოვიდნენ ლოცვაზე) და ექციათ მათი სახლები ნაცარტუტად!”  (ბუჰარი, მუსლიმი).

და კიდევ ერთი, ასევე აბუ ჰურაირას სიტყვებით გადმოცემული, რომ ალლაჰის შუამავალმა (სალლელლაჰუ ალეიჰი ვე სელლემ) დააზუსტა: “და თუკი მათ ეცოდინებათ ამ (ჯილდოზე, რომელიც ელოდებათ საერთო ნამაზებში მონაწილეობის მიღებისათვის, საღამოსა და დილის ლოცვებში, მაშინ აუცილებლად გამოცხადდებოდნენ (მეჩეთში ამ ლოცვებისთვის) თუნდაც მათ მოსწეოდათ ცოცვით (იქამდე) მიღწევა! (ბუჰარი, მუსლიმი).

ხუმრობის ზღვარი

ჭეშმარიტად, მუსლიმანს არ შეშვენის სახის პირქუში გამომეტყველება და გულქვაობა. ის რბილი ხასიათისაა, მშვიდი, ალერსიანი და თავმდაბალი. ჭეშმარიტი მუსლიმანი ზომიერად ხუმრობს, როგორც თავის ოჯახში, ასევე მეგობრებთან, რომლის დროსაც ის არ ეხება მათ ღირსებას. გარდა ამისა, ის ყველანაირ დამოკიდებულებაში იცავს ზომიერებას, ახსოვს, რომ ნებისმიერ ხუმრობას აქვს შესაფერისი დრო და საჭირო ადგილი. ალლაჰის შუამავალმა (სალლელლაჰუ ალეიჰი ვე სელლემ) თქვა: “უეჭველად, მე სიმართლეს ვლაპარკობ, მაგრამ, ამასთანავე ვხუმრობ კიდეც.” (თაბერინი).

როგორღაც ერთხელ ალლაჰის შუამავალთან (სალლელლაჰუ ალეიჰი ვე სელლემ) მივიდა ხნიერი ქალი, რომელსაც მან ასეთი სიტყვებით მიმართა: “სამოთხეში ვერ შევა ვერც ერთი შენი ხნის ქალი,~ რის გამოც ეს ქალი ატირდა. შუამავალმა (სალლელლაჰუ ალეიჰი ვე სელლემ) მას უთხრა: `ეს ნიშნავს, რომ შენ მაშინ არ იქნები ხნიერი,~_და წაიკითხა ყურანიდან ასეთი აიათი: `ჭეშმარიტად, ჩვენ შევქმენით ისინი (ე. ი. მეუღლეები) და შევუნახეთ მათ ქალიშვილობა” (სურა `ალ ვაყიღე“ 56/35-36).

და კიდევ, ერთხელ ალლაჰის შუამავალმა (სალლელლაჰუ ალეიჰი ვე სელლემ) მიმართა სუჰაიბის, რომელსაც ერთი თვალი დაავადებული ჰქონდა: “შენ ჭამე ფინიკი იმ დროს, როდესაც შენ არა ხარ ჯანმრთელი ერთი თვალიდან?” რაზეც სუჰაიბმა უპასუხა: “ო, ალლაჰის შუამავალო, მე მას ვჭამ მხოლოდ ერთი მხრიდან”  შუამავალს (სალლელლაჰუ ალეიჰი ვე სელლემ) გაეღიმა.

ავენიანობა, ჭორები და მონაგონი

ისლამის მიხედვით ისეთ გასაკიცხ თვისებებს, როგორიც ბილწსიტყვაობა, ჭორები და მონაგონია, ადგილი არ უნდა ჰქონდეს მუსლიმანის ცხოვრებაში. ამ საკითხთან დაკავშირებით, ალლაჰი აფრთხილებს მუსლიმანებს: “ო, თქვენ, ვინც ირწმუნეთ! განერიდეთ ხშირ ეჭვიანობას, რადგანაც ზოგიერთი ეჭვი ცოდვიანია. (ერთმანეთს) ნუ უთვალთვალებთ, ერთიმეორეს ზურგს უკან ავად ნუ მოიხსენიებთ. ნუთუ მოეწონება რომელიმე თქვენგანს ჭამოს თავისი განსვენებული ძმის ხორცი? საზიზღრობაა ეს თქვენთვის! ასე, რომ გეშინოდეთ ალლაჰის, ის ხომ მპატიებელი და გულმოწყალეა” (სურა `ჰუჯურათ,” 49/12).

ამ საკითხთან დაკავშირებით აბუ ჰურაირა გადმოგვცემს, რომ ერთხელ ალლაჰის შუამავალმა (სალლელლაჰუ ალეიჰი ვე სელლემ) თავის თანამოაზრეებს დაუსვა ასეთი შეკითხვა: “იცით თუ არა თქვენ, რა არის ავად ხსენება?” მათ უპასუხეს: “ალლაჰმა და მისმა შუამავალმა უფრო კარგად იციან.” მაშინ შუამავალმა (სალლელლაჰუ ალეიჰი ვე სელლემ) თქვა: “შენი გამონათქვამი საკუთარი ძმის შესახებ, მისთვის უსიამოვნებაა.” შუამავალს (სალლელლაჰუ ალეიჰი ვე სელლემ) ჰკითხეს: “თუკი გამონათქვამი სწორია?” მან უპასუხა: `თუკი შენი გამონათქვამი მის შესახებ სწორია _ ეს ავად ხსენებაა, თუ არა _ ცილისწამება” (აბუ დაუდ). ამ საკითხთან მიმართებაში ალლაჰის შუამავალმა (სალლელლაჰუ ალეიჰი ვე სელლემ) დაამატა შემდეგი: განუდექით მონაგონს, ჭეშმარიტად, მონაგონი ტყუილზე უარესია…” (ბუჰარი).

შესაბამისად, მსგავსი თვისებები არაა დამახასიათებელი მუსლიმანისთვის. საჭიროა მათი საკუთარ თავში ჩახშობა. მაგრამ ღიად გამოთქმული სიტყვები, ცოდვის ჩამდენ ორპირებთან, ათეისტებთან და წარმართებთან მიმართებაში არ არის არც “ავენიანობა,” არც “ჭორები” და არც “მონაგონი”.

ტელევიზიისა და თანამედროვე მედიაინფორმაციების ზიანი.

დღეს ასაკობრივი და სქესობრივი კუთვნილების მიუხედავად, ბევრი ადამიანი ვერ პოულობს თავისთავში ძალას უარი თქვას უსარგებლო ტელეგადაცემების ყურებაზე და შემდეგ მიღებული ინფორმაციის ტყუილად განსჯაზე თავიანთ ოჯახებში, რაც მათ ართმევს ბევრ დროს. მეცნიერებით დამტკიცებულია, რომ საათობით ჯდომა ტელევიზორთან ცუდად მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

ტყუილმა და არეულობამ აავსო დღევანდელი ტელევიზია და ინტერნეტი, ლამაზად გაფორმებული გამომცემლობების გვერდებზე თავის მოწონებით, დაბალხარისხოვანი პროგრამებით და სერიალებით ეკრანზე ცხოვრებით, უზნეობის, სიბნელისა და გარყვნილობისაკენ ხალხის წაყვანით, თანამედროვე მედია ინფორმაციებს ნებადართული აქვთ ხშირ შემთხვევაში ხალხამდე მიიტანოს არასწორი ამბები და ამრიგად დაუშვას ჩვენი ჭკუითა და ბედით თამაში, ისინი კარგავენ საკუთარი თავისადმი პატივისცემას, იქცევიან ისლამის, სამშობლოს და თავიანთი ხალხის მტრადაც კი.

დიდი შემოქმედი  ყურანში მუსლიმანებს აფრთხილებს არა თუ ენდონ არაღვთისმოსავი ადამიანების ინფორმაციას, არამედ შეამოწმონ მათ მიერ მოტანილი ცნობები: “ო, თქვენ, ვინც ირწმუნეთ! თუკი თქვენთან მოვა ფლიდი რაღაც ამბით, მაშინ გაარკვიეთ (რაშია საქმე), რათა თქვენი უმეცრებით (უდანაშაულო ხალხი) არ დააზიანოთ, თუ არა და თქვენ მოგიწევთ იმის მონანიება, რაც ჩაიდინეთ” (სურა `ალ-ჰუჯურათი,~ 49/6).

იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ახლობლები ტელევიზიისა და ინტერნეტის მავნე გავლენისგან, დღევანდელმა მუსლიმანმა აუცილებელია მოახდინოს მთელი თავის ძალების მობილიზება, რომ მიმართოს ის საკუთარი ოჯახის ყველა წევრის ფასეული ორიენტაციის შესაცვლელად. ამისათვის, ცხოვრობ რა ისლამის მიხედვით, უნდა ეცადო დაარწმუნო ისინი (მათ შორის საკუთარი ქცევის წყალობითაც), რომ უშუალო ურთიერთობა ოჯახის ყველა წევრს შორის, ჭეშმარიტი ცოდნის მიღება, მუსლიმანური კულტურის და რელიგიის შესწავლა, მათთვის საუკეთესო წყალობაა. ამრიგად, ვზრუნავთ რა ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე, საჭიროა ვურჩიოთ მათ მინიმუმამდე შეამცირონ სატელევიზიო პროგრამების ყურება, საჭირო ინფორმაციის მიღების შემდეგ სწრაფად გამორთონ ტელევიზორი. ამას გარდა, მივსვდეთ რა მაღალი ზნეობის მორალს, არ უნდა დავუშვათ, რომ სახლის შინა სამყაროში იყოს სულიერი განვითარებისათვის საზიანო ბეჭდვითი პროდუქცია. ეს მხოლოდ ზოგიერთი რჩევაა მუსლიმანების სულიერი აღზრდისათვის. მრავალი სხვა ჩვენ შეგვიძლია მივაწოდოთ საკუთარ თავს თვითონ, ყურანისა და მუჰამმედ შუამავლის (სალლელლაჰუ ალეიჰი ვე სელლემ) სუნნეთის შეუჩერებელი შესწავლით.

სულიერი და მატერიალური მხარდაჭერა

ყურანი გვიხსნის ჩვენ ასეთ ჭეშმარიტებას. “(ო, ისლამის მიმდევრებო) თქვენ ვერანაირად ვერ (გახდებით ღვთისმოსავნი) მისწვდებით სიკეთეს, სანამ არ გააკეთებთ შეწირვას იმისგან, რაც (თქვენთვის ძვირფასია) გიყვართ. და რამდენიც არ უნდა დახარჯოთ მოწყალებისათვის, ალლაჰმა უწყის ამის შესახებ” (სურა, `ალი იმრანი,~ 3/92).

ალლაჰის შუამავალი (სალლელლაჰუ ალეიჰი ვე სელლემ) ამბობს: “მას, ვინც მუსლიმანს მოაშორებს ამ სამყაროს ერთ-ერთ წუხილს, ალლაჰი მოაშორებს განკითხვის დღეს ერთ-ერთ წუხილს და იმას, ვინც გაწვალებულს შეუმსუბუქებს მდგომარეობას, ალლაჰი მისცემს ცხოვრებაში და განკითხვის დღეს შემსუბუქებას. ვინც დაფარავს მუსლიმანის ნაკლს, ალლაჰიც დაფარავს მის ნაკლს ცხოვრებაში და განკითხვის დღეს. და ალლაჰი ეხმარება მონა-მსახურს, თავისი ძმის დამხმარეს…” (მუსლიმი).

ყოველი მუსლიმანი ვალდებულია შეეცადოს აღმოუჩინოს სულიერი მხარდაჭერა თავის თანამორწმუნეებს ცოდნის დახმარებითა და კეთილი რჩევებით, მათთან ერთად გაინაწილოს მათივე წარმატებები და წარუმატებლობანი. ურთიერთდახმარება და ერთმანეთზე ზრუნვა _ მუსლიმანური საზოგადოების სახეა.

თარგმნა: გ. კახაძემ