ალავარის მეჩეთი
ალავარის მეჩეთი ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტის თამარისის თემში, ზღვის დონიდან 310 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სოფლის მოსახლეობას ეთნიკური აზერბაიჯანლები შეადგენენ.
2014 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით სოფლის მოსახლეობა 200 ადამიანს აღწევს.
ალავარის მეჩეთი ყოფილი დაწყებით სკოლის შენობაშია განთავსებული. 90-იან წლებში მიტოვებული სკოლის შენობა ადგილობრივმა მრევლმა მეჩეთად გადააკეთა.
შენობა ერთსართულიანია და დგას დაბალ ფუნდამენტზე.. ნაგებია ქვითა და ხით. აქვს ორფერდა სახურავი და სახურავში მოქცეული პატარა ტერასა. მოითხოვს გამაგრებით და აღდგენით სამუშაობს, რადგანაც ამორტიზირებულია. ალავარის მეჩეთს არ აქვს მინარეთი კედლები დაბზარულია და სახურავიც დაზიანებული. მეჩეთისათვის მხოლოდ ერთი პატარა ოთახი გამოიყენება. მისი ფართობი დაახლოებით ექვსი კვადრატული მეტრია. სამხრეთი კედელში ჩასმულია სადა მიჰრაბი და არ აქვს მიმბარი.