• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ბიჩინიკების მეჩეთი

ბიჩინიკების მეჩეთი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ადიგენის მუნიციპალიტეტში ალპურ საძოვრებზე მდებარეობს. მთა მცირე კავკასიონის სისტემას მიეკუთვნება და ზაფხულობით სეზონური მესაქონლეობისათვის გამოიყენება სოფელ ჭელას მცხოვრებთა მიერ.

    სწორედ ამ სოფლის მოსახლეობაა  აქაური მეჩეთის მრევლიც. მეჩეთი ხის უბრალო ნაგებობას წარმოადგენს. დგას სეზონური დასახლების სიახლოვეს, შემაღლებულ გორაკზე. საძირკველად გამოყენებულია ფიჭვის დიდი მორები, რომლებიც ნაგებობის ოთხვე კუთხეშია.

   აგებულია ფიჭვის  ფიცრებით. მისი სიგრძე დაახლოებით 6, სიგანე კი 5 მეტრნახევარზე  მეტია. დახურულია ორფერდა სახურავით და გამოყენებულია თუნუქის ფურცლები.     მეჩეთის შესასვლელთან, ღია ცის ქვეშ მოწყობილია ორონკანიანი აბდესხანა. მეჩეთი მოკლებულია ყოველგვარ დეკორს. არ აქვს დამხმარე ნაგებობა. სამლოცველო დარბაზი დაახლოებით 36 კვადრატული მეტრია. დარბაზში არ არის მიჰრაბი. თუმცა, სამხრეთის კედელთან დგას მიმბარი.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

bichenikebi (5)

bichenikebi (4)

bichenikebi (3)

bichenikebi (2)

bichenikebi (1)