• Call us now:

    +995 598 01 01 01

  • Drop us line:

    info@islam.ge

  • Visit Our Office:

    ბათუმი, გორგასალის N1

ბირკიანის ძველი მეჩეთი

ბირკიანის ძველი მეჩეთი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელე ბირკიანის ცენტრში მდებარეობს. სოფელი პანკისის ხეობას მიეკუთვნება, რომელშიც მეტწილად ქისტები ცხოვრობენ.

მეჩეთი ყოფილი სკოლის შენობაშია განთავსებული. 1995-1996  წლებში სკოლის შენობა გადააკეთეს და მეჩეთად იქნა გამოყენებული. 2006 წელს კი მოხდა შენობის სრული რეკონსტრუქცია.

მეჩეთი ერთსართულიან 8 მეტრით 16 მეტრზე შენობას წარმოადგენს.  შესასვლელში აქვს ჰოლი, საიდანაც მთავარ სამლოცველო დარბაზში მოხვედრაა  შესაძლებელი. ჰოლის ერთ კუთხეში საკუჭნაო მოწოყობილი.

სამლოცველო დარბაზი მცირე ზომისაა. მისი ფართობი 14 კვადრატულ მეტრამდეა. სამლოცველო დარბაზში განთავსებულია ხის მიმბარი და გააჩნია ვრცელი ნიშა რომელზედაც გარედან მინარეთია დადგმული.

მინარეთის სიმაღლე 14 მეტრი და 60 სანტიმეტრია. ბორკიანში 200 მდე კომლი ცხოვრობს და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მუსლიმია.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *