• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ჩაისუბნის ახალი მეჩეთი

ჩაისუბნის მეჩეთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციაპალიტეტში ზღვის დონიდან 150 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით სოფელში 2800-ზე მეტი კაცი ცხოვრობს. მე-19 საუკუნის დასაწყისის რუსეთის იმპერიის რუკებზე სოფლის სახელად აღნიშნულია დიდჯამი.

      ჩაისუბნის ახალი მეჩეთი საბჭოთა დროს აგებულ საწყობის ერთსართულიან შენობას წარმოადგენს. დგას გზის პირას, დაქანებულ ფერდობზე. გეგმით მართკუთხა ნაგებობაა და აქვს მაღალი საძირკველი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ტუფის ქვა. ფასადი და ინტერიერი დაფარულია ბათქაშით. სახურავისთვის გამოყენებულია ლითონის ფურცლები. შენობას არ აქვს მინარეთი.

   მეჩეთის შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან არსებული მცირე ტერასიდაან, რომელზეც მოკლე კიბით შეიძლება ასვლა. შესასვლელში განთავსებულია ჰოლი , აბდესხანა და სამეურნეო სათავსო. ჰოლიდან სამლოცველო დარბაზში მოხვედრაა შესაძლებელია. დარბაზის ფართობი დაახლოებით 66 კვადრატული მეტრია.

    დარბაზის ცენტრში ბეტონის სვეტი დგას, რომელიც ამავე დროს ჭერის გადახურვის საყრდენს წარმოადგენს. სამხრეთის კედელში  ხის სადა მიჰრაბია მოწყობილი. იგი მოკლებულია ყოველგვარ დეკორს. მისგან მარჯვნივ კი ხისავე  რამდენიმესაფეხურიანი მიმბარი დგას.