დუმასტურის მეჩეთი
დუმასტურის მეჩეთი კახეთის რეგიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტის პანკისის ხეობაში მდებარეობს.
სოფელი ეთნიკური ქისტებით არის დასახლებული. მეჩეთის შენობა ახალია, იგი 2013-2014 წლებში სოფლის მოსახლეობის შემოწირულობებით აშენდა.
შენობა მართკუთხა ნაგებობას წარმოადგენს და მისი სიგრძე 24 მეტრია, სიგანე კი ცხრა მეტრი.
შესასვლელში ჰოლი მდებარეობს. მარცხენა მხარეს კი ქალთა სამლოცველო სივრცე და სასწავლო ოთახია გამოყოფილი.
ჰოლიდან სამლოცველო დარბაზში შესასვლელია, რომელიც საკმაოდ ვრცელია და მისი ფართობი 95 კვადრატულ მეტრს აღემატება. სამლოცველო დარბაზში ხის მიმბარი და ოთახში ჩაღრმავებულია მიჰრაბია მოწყობილი. დუმასტურის მეჩეთს დამხმარე აგებობაც გააჩნია, რომელშიც განბანვის რუტუალი აღესრულება და სანტარული კვანძებია განთავსებული.