• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ლამბალოს ძველი მეჩეთი

ლამბალოს ძველი მეჩეთი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში , ზღვის დონიდან 450 მეტრზე მდებარეობს. სოფლის მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა ეთნიკური აზერბაიჯანელია და დაახლოებით სამი ათას ადამიანს შეადგენს.

 ლამბალოს ძველი მეჩეთი ერთსართულიანი მართკუთხა ნაგებობაა და დაბალ ფუნდამენტზე დგას. მეჩეთს ქვის ღობე  აქვს შემოვლებული. ჩრდილოეთის მხარეს სვეტებიანი ტერასა გასდევს. სვეტები აგურითაა ამოშენებული.

   მეჩეთი კომუნისტური რეჟიმის დროს  1979 წელსაა აგებული. აგების თარიღი შესასვლელთან დაფაზეა მითითებული. სამლოცველო დარბაზში მოხვედრა ტერასიდანაა შესაძლებელი.

 დარბაზი  საკმაოდ ვრცელია. მისი სიგრძე კი 14 სიგანე 7, მეტრს შეადგენს. ჭერის სიმაღლე სამ მეტრამდეა. სამხრეთ კედელში მოთავსებულია ქვაში ნაკვეთი მიჰრაბი. მარჯვნივ კი ხის სამსაფეხურიანი მიმბარი. დასავლეთის მხრიდან ლამბალოს მეჩეთს აგურით ნაგები მინარეთი ამშვენებს. მისი სიმაღლე დაახლოებით შვიდი მეტრია.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

lambalos dzveli (7)

lambalos dzveli (6)

lambalos dzveli (5)

lambalos dzveli (4)

lambalos dzveli (3)

lambalos dzveli (2)

lambalos dzveli (1)