• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ომალოს ძველი მეჩეთი

ომალოს ძველი მეჩეთის შენობა კახეთის რეგინოში, ახმეტის მუნიციპალიტეტის, პანკისის ხეობის სოფელ ომალოში მდებარეობს.  იგი იმ გამონაკლის საკულტო ნაგებობებს მიეკუთვნება, რომელიც კომუნისტური რეჟიმის დროს არის აგებული. სოფლის მოსახლეობის და უხუცესების ინფორმაციით მეჩეთი 1982-1983 წელსაა აგებული. მშენებლობის მოთავე სოფლის მოსახლეობა იყო და საჭირო ხარჯებისათვის შემოწირულობა მოსახლეობამ გაიღო.

ომალოს ძველი მეჩეთის შენობა 18 მეტრი სიგრძისა და 6 მეტრი სიგანის მართკუთხა ორსართულიან ნაგებობას წარმოადგენს. შიგნით მეტად სადადაა მოწყობილი. სამლოცველო დარბაზში, რომლის სიმაღლე სამი მეტრია, არ არის მიმბარი და მიჰრაბი.

მეჩეთის შენობის გვერდით მდებარეობს 15 მეტრის სიმაღლის მინარეთი. მთავარი შენობის გვერდით არის დამხმარე ნაგებობა, რომელშიც სანიტარული კვანძებია განთავსებული.

მინარეთი ახალი მიდგმულია. პარასკევის ლოცვაზე 20-25 კაცი ვიკრიბებით. ახლა მიმდინარეობს მეჩეთის რესტავრაცია. მეჩეთი ორად იყოფა. ზიქრის ოთახი მარცხენა ოთახი და მარჯვენა მხარეს კი სამლოცველოა.

ამ მეჩეთის აშენებამდე ლოცვა სოფელში ერთი ხის სახლი იდგა და იქ სრულდებოდა. ამასაშვილების სახლი. ახლა ის სახლი აღარ არის. პარასკევობით დუსში დადიოდნენ. მხოლოდ ის ერთი მეჩეთი იყო მაშინ.  სოფელ ომალოში სულ 500 კომლი ცხოვრობს და აბსოლიტური უმრავლესობა ქისტია.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

omalos dzveli mecheti (7)

omalos dzveli mecheti (6)

omalos dzveli mecheti (5)

omalos dzveli mecheti (4)

omalos dzveli mecheti (3)

omalos dzveli mecheti (2)

omalos dzveli mecheti (1)