• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

სადახლოს მუჰამედ მუსტაფას მეჩეთი

სადახლოს მუჰამედ მუსტაფას მეჩეთი ქვემო ქართლის მხარეში, მარნეულის მუნიცპალიტეტში, სოფელ სადახლოში, ზღვის დონიდან 500 მეტრზე მდებარეობს.

     მუჰამედ მუსტაფას მეჩეთი 1881 წელსაა აგებული. ამის შესახებ შენობის ფასადზე არსებული ძველი წარწერაც მიუთითებს, ასევე ძველი წარწერა შემორჩენილია სამლოცველო დარბაზშიც, რომელიც რესტავრაციის შემდეგ თავდაპირველი სახით შეუნარჩუნებიათ.

   საბჭოთა დროს შენობა სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენებოდა. 90 – იანი წლებიდან კი თავდაპირველი ფუნქცია დაუბრუნდა.

    მეჩეთი კვადრატული ფორმის ნაგებობაა. ნაშენია თლილი ქვით. სამხრეთით და დასავლეთით ფასადზე გალერეა აქვს მიშენებული. თავდაპირველად გალერეას ხის მასიური სვეტების რიგები მიუყვებოდა. დღეისათვის მათ ნაცვლად ოვალური თაღებია აგებული. თუმცა, ძველი სვეტების ნაწილი შენარჩუნებულია. თაღები გამოყენებულია სახურავის საყრდენებად.

    შესასვლელი მეჩეთს დასავლეთის მხრიდან აქვს. გალერეადან შეიძლება სამლოცველო დარბაზში შესვლაც. დარბაზის მოცულობა დაახლოებით 100 კვადრატული მეტრია. შესასვლელიდან მარცხნივ ტიხრით გამოყოფილი სივრცეა ქალების სამლოცველოსთვის.

   სამხრეთ კედელში ჩასმულია თაღოვანი მიჰრაბი. მისგან მარჯვნივ კი უხვად მოჩუქურთმებული ხის მოზრდილი მიმბარი დგას. დარბაზის ცენტრში ბეტონის ორი სვეტი, რომლებსაც სახურავი ეყრდნობა. ჭერის სიმაღლე სამ მეტრზე მეტია.     მუჰამედ მუსტაფას მეჩეთს მცირე ზომის ბაღი აკრავს. სადაც სხვადასხვა ხეხილი დგას. შენობის გვერდით ლითონის მილითა და თუნუქით მოწყობილი მინარეთი დგას , რომლის სიმაღლე დაახლოებით 7 მეტრია.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

muhammed mustafas mecheti (12)

muhammed mustafas mecheti (11)

muhammed mustafas mecheti (10)

muhammed mustafas mecheti (9)

muhammed mustafas mecheti (8)

muhammed mustafas mecheti (7)

muhammed mustafas mecheti (6)

muhammed mustafas mecheti (5)

muhammed mustafas mecheti (4)

muhammed mustafas mecheti (3)

muhammed mustafas mecheti (2)

muhammed mustafas mecheti (1)