• Call us now:

    +995 598 01 01 01

  • Drop us line:

    info@islam.ge

  • Visit Our Office:

    ბათუმი, გორგასალის N1

შოროხის მეჩეთი

     შოროხის მეჩეთი ყვარლის მუნიციპალიტეტში, ახალსოფლის თემში მდებარეობს. ზღვის დონიდან 490 მეტრის სიმაღლეზე, ქალაქ ყვარლიდან 19 კილომეტრში.

სოფელს 2012 წელს სახელი შეეცვალა და ძველი სახელი – შოროხი დაუბრუნდა.

 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით სოფელში 350 ადამიანი ცხოვრობს.

    შოროხის მეჩეთი დაბალ ფუნდამენტზე მდგარ ერთსაერთულიან ნაგებობას წარმოადგენს. ირგვლივ ვრცელი ეზო აკრავს.

    მას მართკუთხედთან მიახლოებული ფორმა აქვს. სიგრძე 10, სიგანე კი 7 მეტრი. შესასვლელი აღმოსავლეთის მხრიდანაა, სადაც მცირე ტერასა და რამდენიმე საფეხურებიანი კიბეა მოწყობილი.

            შესასვლელის ერთ მხარეს აბდესხანაა მოწყობილი, დანარჩენი ფართი კი სამლოცველო დარბაზს აქვს დათმობილი.         სამხრეთის მხარეს კედელში ნიშაა, რომელიც მიჰრაბს წარმოადგენს. მიჰრაბის მარჯვნივ კი ხის მცირე მიმბარია. შოროხის მეჩეთი ადგილობრივი მრევლის მიერ 2015 -2016 წლებშია აგებული.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *