წინუბნის მეჩეთი
წინუნბნის მეჩეთი კახეთის რეგიონის ახმეტის მუნიციპალიტეტის პანკისის ხეობაში, სოფელ წინუნაბნში მდებარეობს.
ამ სოფელში ადრე მუსლიმები არ ცხოვრობდნენ. ეს ოსების სოფელი იყო. 90 იანი წლების ბოლოს აქ დასახლება დაიწყეს ქისტებმა. დღეს კი სოფლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მუსლიმია. სოფელში დაახლოებით 70 კომლი ცხოვრობს.
მეჩეთი 2011 წელს აშენდა. მშენებლობის ინიციატორი ადგილობრივი მოსახლეობა იყო. მეჩეთის აშენებამდე მრევლი ხალით სათიაშვილის პატარა სახლში ლოცულობდა. მოგვიანებით კი სათიაშვილმა მეჩეთის ასაშენებლად მიწა შესწირა და სოფლის მოსახლეობამ იქ მეჩეთი ააგო.
წინუბნის მეჩეთი მართკუთხა ფორმის ნაგებობას წარმოადგენს. პირველი სართულის შესასვლელში მცირე ჰოლია განთავსებული, რომლის ირგვლივ სასტუმრო ოთახი, სამზარეულო და განბანვის რიტუალისთვის შადრევანია მოწყობილი. აქვეა სამლოცველო დარბაზში შესასვლელიც.
წინუბანში ქისტების 70-მდე ოჯახი ცხოვრობს. სამლოცველო დარბაზში კედელში ჩაღრმავებული მიჰრაბია მოწყობილია, რომელზეც გარე მხრიდან მინარეთია დადგმული და მასზე აქვე მდებარე კიბით შეიძლება ასვლა. მინარეთი ლითონის მსხვილი მილითაა გაკეთებული.