Category Archives for პუბლიკაციები

ისლამი ქალებს არ ატყვევებს

ავტორი: ოქროპირ რუხაძემაჰმადიან ქალზე ფიქრისას თავშებურული, უარეს შემთხვევაში, სახედაფარული ადამიანი წარმოგიდგებათ. მუსლიმანურ ქვეყნებში ჩადრის თუ თავსაფრის ტარების წესს ზოგან ძალიან მკაცრად მისდევენ, ზოგან კი – ნაკლებად. სხვაგვარადაა დასავლეთში, სადაც თავსაბურავს და ტანსაცმელს სიცივისგან დამცავი და…

მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ს.) მოკლე ბიოგრაფიული ცნობები

წმინდა მუჰამმედ შუამავალი (ს.ა.ს.) დაიბადა 571 წლის 20 აპრილს, (თუმცა დაბადების წელთან მიმართებაში არსებობს სხვადასხვა ვერსიები. ზოგი ვერსიის მიხედვით, შუამავლის დაბადების წლად 569 წელია მიჩნეული, სხვა ვერსიით კი 570-71-72 და სამოცდაცამმეტიც, მაგრამ მათგან ყველაზე მიღებული…

უზენაესის ცნება ,,ვეფხისტყაოსანში’’

ქართველი გენიოსი შოთა რუსთაველი უკანასკნელ დრომდე უმთავრესად საქართველოში იყო ცნობილი, ახლა კი მისი სახელი გასცდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს და საკაცობრიობო გენიოსთა ოჯახს მიეკუთვნა. გაკვირვებას იწვევს ის გარემოება, რომ რუსთაველი, ХІІ საუკუნის ქრისტიანული სახელმწიფოს მგოსანი, უსათუოდ…

ისლამის შესაბამისი ცხოვრება

ჭეშმარიტი მუსლიმანი _ არის ადამიანი, რომელიც გულით ფლობს აბსოლუტურ სმენას ამ სამყაროში ყველაფრის-საკუთარი თავის, ხალხის, ყველა ქმნილებისადმი. ყველაფრის შემოქმედად აღიარებს ალლაჰის. ზოგიერთი მორწმუნე ისლამის საჩუქარს ღებულობს როგორც აუცილებელს. ეს საჩუქარი ისევე რჩება მათ ხელებში გაყინულივით.…

მუსლიმანი ქალის ცხოვრება

დღევანდელ პერიოდში ცხოვრება ზოგადად სირთულეებთანაა დაკავშირებული და ეს სირთულე რა თქმა უნდა არც მუსლიმანი ქალისთვისაა უცხო, განაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ნაკლებად იცნობენ ისლამს და მის წესებს და სადაც რთულია გაიგონ, რატომ დადის ასე “უცნაურად” ჩაცმული…

რელიგიის თავისუფლება და ტოლერანტობა

საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველისთვის რელიგიური თავისუფლების შელახვისა და შეუწყნარებლობის 21 შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი. ამ ფაქტებიდან 20 იეჰოვას მოწმეების რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებთანაა დაკავშირებული, ხოლო ერთი შემთხვევა რელიგიური გაერთიანება ,,სიცოცხლის სიტყვის” სამლოცველო სახლის…

ისლამი ვიკიპედიაში

ისლამი (არაბ. الإسلام; ალ–ისლამ) — მონოთეისტური აბრაამისეული რელიგია. მისი რელიგიური სწავლება დაფუძნებულია ყურანზე, როგორც ღმერთის პირდაპირ სიტყვაზე და სუნნაზე, როგორც ღმერთის მიერ რჩეული მაცნის, მუჰამმადის ქცევით მაგალითზე. ისტორიულად ისლამი VII საუკუნეში წარმოიშვა არაბეთის ნახევარკუნძულზე, ჰიჯაზის…

რამდენად ღირებულია ბათუმში კიდევ ერთი მეჩეთის მშენებლობა

ქალაქ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი თითქმის ორ წელზე მეტია აქტუალური.  ეს თემა სხვადასხვა ტელეარხის სადისკუსიო საგანიც კი გახდა. მოსახლეობის ერთი ნაწილი პროტესტს გამოთქვამდა თურქეთ-საქართველოს შორის მოლაპარაკების იმ ფორმატზე, რომელიც ნაცვალგების პრინციპით საქართველოში, კერძოდ, ბათუმში მეჩეთის მშენებლობასა და…

ლოცვა

მუხრან აბაშიძესახელითა ალლაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა.                                          ლოცვა ღმერთთან საუბარია. კავშირი, რომელსაც ამ დროს გაჩენილი გამჩენელთან ამყარებს, არის ულამაზესი: მორწმუნე…

სამშობლო და სარწმუნოება – სიმაღლეთა მწვერვალები

მუხრან აბაშიძე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი   ,,ქება–დიდება შემოქმედთა შემოქმედს, მწყალობელთა მწყალობელ დიდ ალლაჰს. მისი მადლი და მშვიდობა ყველაზე დიდ ადამიანს, ჩვენს შუამავალს, ყველაზე წმინდასა და სამაგალითოს დასაბამიდან სამყაროს დასასრულამდე.’’ სამშობლო  ის მადლიანი ადგილია, სადაც უფლის ნებით მამულიშვილი იბადება, იზრდება და ცნობიერი რწმენით იწყებს დიდსულოვან მოღვაწეობას. სამშობლო ამ მამულიშვილთა სასიყვარულო ბაღია, სადაც სტუმართმოყვარეობაშიც ებაძებიან ერთმანეთს ღვთისაგან ნაბოძები ამ ნიჭით; სადაც ერთად ყოფნით ხარობენ და თავი სამოთხეში ჰგონიათ ამ სიხარულით; სადაც სიყვარულებს თესავენ, რათა მათ ბაღში სიკეთეთა ნერგებმა გაიხარონ, გაიზარდონ და სამოთხიურ ყვავილებად გაიშალონ ამქვეყნად და მარადისობაში.  ადამიანთა სამშობლოს ღმერთი ირჩევს. ის გადაწყვეტს, თუ სად დავიბადოთ და როდის; ის გვიბოძებს ცნობიერებას, გრძნობიერებას თუ ყველა სიკეთეს; ის გამოგვარჩევს ჩვენ სხვა არსებათაგან საუკეთესოებად, რათა მისი ნებით მას ვემსახუროთ, რომ დავიმსახუროთ ჩვენი თავისუფლება.    სარწმუნოება – უდიდესი წყალობაა, რომელიც ღმერთმა უბოძა ადამიანს – ქართველს თუ სხვა ერისას. საბედნიეროდ იგი ჯილდოც არის და მისიაც. რომ არ ყოფილიყო მისია, – ვერ იქნებოდა მაღალი ჯილდო, იმხელა, როგორიც არის, რამეთუ ადამიანს მიეცა შესაძლებლობა, თვითონ აირჩიოს გზა ადამიანისა, მისი ცნობიერებით ამოვიდეს წყვდიადიდან, მიიღოს ნათელი საჩუქარი და მადლიერება გამოხატოს ამ საჩუქრებისთვის. უყვარდეს გამჩენელი, უყვარდეს გაჩენილი. ის დამოუკიდებლად მიისწრაფვის ღმერთის კმაყოფილების მოსაპოვებლად ისევ თავისთვის, იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ადამიანურობა და მოიპოვოს სასუფეველი, – საკუთარი შრომით მომკილი ნაყოფი ხომ ყველაზე ტკბილია.        ღმერთს თვითონ დაუყვია ადამიანები სხვადასხვა ნიშნის მიხედვით: ერი, სქესი, რასა, სოციალური მდგომარეობა და სხვა. ეს იმიტომ, რომ დაუახლოვდნენ ერთმანეთის სიკეთეებს, საჭიროებდნენ ერთმანეთის დახმარებას, რათა არ დაშორდნენ და არ გაუცხოვდნენ. აბა წარმოვიდგინოთ, ყველა რომ მდიდარი ყოფილიყო, ადამიანები დაივიწყებდნენ ერთმანეთს, დაკარგავდნენ პატივისცემის, სიკეთის, სამართლიანობის და ყველა იმ ადამიანურ გრძნობას, რითაც საუკეთესოდ გამოირჩნენ  სხვა არსებათაგან. ამდენად, მდიდარი მდიდარია იმიტომ, რომ შეეშველოს ღარიბს, რათა სულიერადაც მდიდარი იყოს, ხოლო ღარიბმა უნდა მოითმინოს სიდუხჭირე, რომ არ გაღარიბდეს სულიერად, – ეს ხომ ყველაზე დიდი და ხანგრძლივი სიმდიდრეა. ერებიც, ქმნიან რა საკუთარ კულტურას, – ეცნობიან ერთმანეთისას და ასე იზრდებიან კაცობრიობის სიყვარულში. წმინდა ყურანშიც ხომ ასეა ნაბრძანებია: ,,ჰოი, ხალხნო! ჭეშმარიტად, ჩვენ თქვენ  ერთი კაცისა და ერთი ქალისაგან გაგაჩინეთ და ერებად და ოჯახებად გქმენით, რათა გაგეცნოთ ერთმანეთი. უეჭველად ,თქვენგან ალლაჰის წინაშე ყველაზე უფრო მეტი ჯილდოს მქონე, თქვენში ყველაზე უფრო ღვთისმოშიშია. ჭეშმარიტად,  ალლაჰი ყოვლისმცოდნე ბრძენია’’.   გამომდინარე აქედან, ყველა ერს თანაბარი უფლება აქვს სულიერი კულტურის შექმნაში, მათ არ გააჩნიათ ურთიერთუპირატესობა ამ თვალსაზრისით. ალლაჰის წყალობა და სამართლიანობა უვრცესი და საყოველთაოა (ღმერთი ყველგან ერთია – დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც, მთაშიცა და ბარშიც, სამშობლოში თუ საზღვარგარეთ).  ის ნაბოძებია ყველაზე, განურჩევლად ერისა და ყველაფრისა. ალლაჰის ნებით გამოგზავნილი ყველა შუამავალი სწორედ ერთ ღმერთს ეთაყვანებოდა და იგივეს ასწავლიდა თავის მიმდევარსაც. ჩვენმა შუამავალმა (ღმერთის მადლი და მშვიდობა მას) კი ბოლო რგოლით შეკრა წყალობათა უსასრულო ჯაჭვი, რომელსაც ისლამი ეწოდება. რთულია მივაღწიოთ და შევინარჩუნოთ ურთიერთობების იმ სიმაღლეს, რომელიც ჭეშმარიტ მორწმუნეებს ეკადრებათ, თუმცა ვინც გულით მოინდომებს, ღვთის წყალობით გაუმარტივდება ამის თვითშეგნება და არა მარტო. მაგრამ როცა ადამიანს დამოუკიდებლად უჭირს, მისწვდეს აღნიშნულს, – ამას უზენაესის სიტყვები და შუამავალთა ნამოქმედარი უადვილებს. სწორედ  ესაა სარწმუნოება: კიბე, რომელიც აღმართულია ჩვენი გულებიდან ღვთის წყალობათა უსასრულობამდე; ხიდი, რომლითაც ,,მართალ სამართალთან’’ გადავდივართ; გზა, რომელსაც წინ და მაღლა მივყავართ;  – განუზომელი სიყვარული განურჩევლად ყველაფრისა… ადამიანები ქმნიან ოჯახს, ოჯახები ერს, ერები – კაცობრიობას. განვითარების ყოველ საფეხურზე ისინი ხელმძღვანელობენ გამჩენელის მოწოდებებით, უზუსტესი დარიგებებით, რომელიც მიმართულია სწორედ მათი კეთილდღეობისკენ – ჩვენი ყველა სიკეთის არსებობა ხომ ერთადერთის ნებაა… ზემოთქმულ მოწოდებებზე ცნობიერი მორჩილებით, მორწმუნე მუსლიმები, ცხოვრობენ რა მრავალფეროვან სამყაროში, თანაარსებობენ ერთმანეთის ძალისხმევით: არათანაბარი შესაძლებლობებით ისინი მიილტვიან თანასწორი ცხოვრებისკენ; მდიდარი ეხმარება ღარიბს, ძლიერი სუსტს, სწავლული უსწავლელს, რათა შეიქმნას ბედნიერი საზოგადოება, რომლის წევრებიც დაამშვენებენ თავთავიანთ სამშობლოებს და გაბრწყინდება დედამიწა.    ჩვენ ღრმად გვწამს იმისა, რომ ყველაფერი, რაც შემოქმედმა შექმნა, უდავოდ საუკეთესოა. კითხვაზე – რატომ შექმნა ასე და არა სხვაგვარად? პასუხი ცალსახაა – იმიტომ, რომ ასეა საუკეთესო: რატომ არსებობს სიღარიბე? – იმიტომ, რომ სიკეთისა და მოთმინების გრძნობებმა იარსებონ; რატომ არსებობს სიკვდილი? – იმიტომ, რომ არ გავზარმაცდეთ და დამოუკიდებლად ვიშრომოთ ორივე ქვეყნისათვის ამქვეყნად; რატომ გვებოძა სამშობლო? – ძალზე ვრცელია საპასუხო წყალობები: მორწმუნე მამულიშვილები ითვისებენ ერთმანეთის სიკეთეებს, იზრდებიან სიყვარულში, ცოდნაში, ზრდილობაში. სტკივათ საერთო ტკივილი და ხარობენ საერთო სიხარულით. იცავენ ერთმანეთს და დაცული არიან თვითონ. იხსენებენ წინაპართა მონაპოვარს, რაც ძალას მატებთ ნათელი მომავლისკენ ლტოლვაში. ასე ქმნიან კულტურას, ხელოვნებას, ლიტერატურას. ეს ყოველივე ერის შვილების სულებს აკავშირებს ერთმანეთთან, მოკავშირენი კი უფრო იოლად მიიწევენ წინ დახლართულ გზაზე და ბრუნდებიან ბუნების მშვენიერებაში, რათა ისევ გაეშურონ სამშობლოს გულისგულისაკენ. ასე უსასრულოა სასურველი მოგზაურობა.       და მაინც, სამწუხაროდ ხშირია დაპირისპირება და ომები  ერებსა და ღვთიურ წიგნბოძებულთა შორის, მაგრამ ამის მიზეზი მხოლოდ ჩვენგან მომდინარეობს. წარმოვიდგინოთ, როგორი იქნებოდა კაცობრიობის ისტორია სამშობლოსა და სარწმუნოების გარეშე, იქნებოდა თუ არა დაპირისპირება და ომები იმაზე მეტი, ვიდრე  მათი მიზეზით წარმოიშვა? – რათქმაუნდა იქნებოდა და უფრო მეტიც, ამ მწვერვალების გარეშე ადამიანი დაკარგავდა ყველა ადამიანურ სიმაღლეს, რამეთუ მათ მიუხედავად კარგავს უამრავი;  ე.ი. წყალობათა  მრავალფეროვნება ჩვენს გადარჩენას ემსახურებოდა მხოლოდ, ღმერთს სწორედ ეს სურდა, ომი და ქაოსი კი მხოლოდ ადამიანთა დანაშაულია.       საბედნიეროდ, ორივე – რწმენაცა და სამშობლოც, ალლაჰის სურვილით ამოიზარდა ჩვენში უმაღლეს მწვერვალებად. ჩვენი ქართველობაც ღმერთის ნება იყო და მუსლიმობაც. ვინც გვეტყვის, რომ თქვენ არა ხართ ქართველები, რადგან მუსლიმები ხართ, ან, არა ხართ მუსლიმები, რადგან ქართველები ხართო, ის წინ აღუდგება ღვთის ნებას, რითაც ,,საკუთარ თავს მოექცევა უსამართლოდ’’. ღვთის გულისათვის, ერთს უნდა ვემსახუროთ მეორისთვის და მეორეს პირველისთვის, ორივემ ერთად კი ჩვენი გულებიდან გაიბრწყინოს  ნეტარების სხივებად. ამასთანავე, მსახურებაში, არ უნდა გადავაჭარბოთ იმ დონემდე, რომ ვავნოთ რომელიმეს: ვემსახუროთ სამშობლოს, ეს იმას ნიშნავს, რომ ავაღორძინოთ იგი და გავძლიერდეთ რწმენაშიც; და ვემსახუროთ რწმენას, გულისხმობს, რომ განვიმტკიცოთ იგი და ვიღვაწოთ მამულისთვისაც. ერთი მეორის გარეშე წარმოუდგენელია, ვინაიდან ღმერთის ნებაა ასეთი. დაე, ამქვეყნიურ სამშობლოში ისეთი სტუმრები ვყოფილიყავით, რომ იმქვეყნიურ სამშობლოში, სამოთხეში, მარადიული მასპინძლობა მოგვეპოვებინოს ჩვენ, მოკვდავთ, მაგრამ ადამიანებს.