• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ციხისძირის მეჩეთი

ციხისძირის მეჩეთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 440 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით სოფელ ციხისძირში 2 ათას 500 მდე ადამიანი ცხოვრობს.

     ციხისძირის მეჩეთი გეგმით კვადრატული,  ორსართულიანია და 1995 წელს აშენდა. ნაგებია ბეტონის ბლოკით. ფასადი ბათქაშითაა დაფარული. სახურავისთვის გამოყენებულია ლითონის ფირფიტები. დგას დაბალ საძირკველზე და ოთხივე მხარეს აქვს თაღოვანი სარკმელები.

   მეჩეთს შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან აქვს. მთელ სიგრძეზე გასდევს ღია აივანი, რომელსაც თავს სამი გუმბათი ადგას. ცენტრში შესასვლელი კარებია. კარებთან მცირე ჰოლი, რომლის ერთ მხარეს იმამის ოთახია, მეორე მხარეს კი მაღლა სართულზე ასასვლელი კიბე.

     სამლოცველო დარბაზი საკმაოდ ვრცელია. მისი მთლიანი ფართობი დაახლოებით 90 კვადრატული მეტრია. დარბაზის ჭერის ცენტრალურ ნაწილში ოვალური გუმბათია მოწყობილი. ჭერის სიმაღლე დაახლოებით 6 მეტრნახევარია.

     ყველა მხრიდან, გარდა სამხრეთის კედლისა დარბაზს შიდა აივნები აქვს შემორტყმული. აივნების საყრდენ სვეტებს შორის წრიული თაღებია. რომლებიც უხვადაა დეკორირებული.

     სამხრეთის კედლის ცენტრში თაბაშირის ჩუქურთმებით მორთული თაღოვანი მიჰრაბია, მისგან მარჯვნივ კი თაბაშირისავე მიმბარი. სამლოცველო დარბაზი საკმაოდ პომპეზურია თუმცა, ფერთა გამა თავშეკავებულია და სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს.

    ციხისძირის მეჩეთს დასავლეთის მხრიდან მედრესეს ორსართულიანი შენობა აქვს მიშენებული. აღმოსავლეთის მხრიდან კი მინარეთი, რომლის სიმაღლეც ათ მეტრს აჭარბებს. სამხრეთის მხარეს კიდევ ერთი შენობაა, რომელიც სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენება.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *