• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

აჭარის მუფთი ქემალ ცეცხლაძე თანამდებობიდან გადადგა

რამდენიმე დღეა ხულოს რაიონში მღელვარება სუფევს. მუსლიმი მოსახლეობა თავის უფლებების დასაცავად ხულოს საკრებულოს შენობის წინ შეიკრიბა.
აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ საქველმოქმედო ფონდი `მადლი 2005` სოციალურად დაუცველი ბავშვების დასახმარებლად ჩამოყალიბდა, რომელსაც ფილიალები ხულოში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში ჰქონდა. ყველა ფილიალი კერძო პირისაგან ნაქირავებ სახლში იყო განთავსებული. სხვადასხვა ინფორმაციით, `მადლი 2005-ში` სკოლის 250 მოსწავლე და სტუდენტი საერო განათლებასთან ერთად სასულიერო განათლებას იღებდა.



გუშინ აჭარის მუფთმა ქემალ ცეცხლაძემ თანამდებობიდან გადადგმასთან დაკავშირებით ყველასათვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ავადმყოფობის გამო არ შეუძლია გააგრძელოს მუშაობა, თუმცა  მოსახლეობაში ვცელდება სხვა ხმებიც. მუფთის თანამდებობიდან გადაგომა უკავშირდება მუსლიმების კუთვნილ მუსლიმური სკოლების ჩამორთმევას.

პარასკევს იგეგმება ხალხმრავალი მიტინგი ხულოს ცენტრში. მოსახლეობა ამბობს ეს შენობა-ნაგებობები კერძო საკუთრებაა და მისი ხელყოფა დაუშვებელია.


საქველმოქმედო ფონდი `მადლი-2005` -ის შესახებ

  2005 წლის 25 იანვარს, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ანგისაში დაფუძნდა საქველმოქმედო ფონდი `მადლყ-2005`

  2005 წლის 25 მარტს ფონდი რეგისტრირებული იქნა კანონის სრული დაცვით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში.

  2005 წლის 4 ნოემბერს ფონდი დარეგისტრირდა ბათუმის საგადასახადო ინსპექციაში.
  2005 წლის დეკემბერში დაფუძნდა ფონდის ფილიალები ხულოსა და ქედის რაიონებში.
  ფონდის საქმიანობის მიზანია, მატერიალური, მორალური და სხვა დახმარების გაწევა. ობოლი, მარტოხელა და ხელმოკლე ოჯახებში გაზრდილი ბავშვებისადმი, მრავალშვილიანი ოჯახებისათვის ზრუნვა.

  საქართველოს საგადსახადო კოდექსის მიხედვით და არც საქართველოს სხვა კანონებით საქველმოქმედო ფონდი მოგების გადასახადს არ იხდის იგი ასეთი სახის გადასახადისაგან განთავისუფლებულია.
  მიუხედავად ამისა, 2006 წლის ნოემბრის თვეში ბათუმის საგადასახდო ინსპექციამ საქველმოქმედო ფონდს `მადლყ-2005~-ს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად უკანონოდ დაარიცხა სულ 424. 348 ლარი მოგების გადასახადი.
  საგადასახადო ინსპექციის მიერ ფონდზე აღნიშნული თანხის უკანონოდ დარიცხვა გავასაჩივრეთ, ჯერ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, შემდგომკი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსა და ქ. თბილისში საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
  სასამართლოებმა აშკარად სახელმწიფო ინტერესი გამოხატეს და ჩვენი საჩივრების დაკმაყოფილებაზე უკანონოდ გვითხრეს უარი და სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
  სასამართლოების მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებები გასაჩივრებულია სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოში, სადაც საქმე მიიღეს წარმოებაში და ველოდებით მის განხილვას.
  იმის გამო, რომ ფონდს საბანკო ანგარიშებზე არ გააჩნდა რაიმე თანხა  და არც რაიმე ქონება, საგადასახადო ინსპექციამ ყადაღა დაადო ფონდის მიერ იჯარით აღებულ საცხოვრებელ სახლებს ხულოს, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის რაიონებში, რომლებიც კერძო პირების საკუთრებას წარმოადგენ. დაყადაღების შემდეგ, საგადასახადო ინსპექციამ სარჩელით მიმართა სასამართლოს  და მოითხოვა ეღიარებინა სასამართლოს, რომ ფონდზე იჯარით გადაცემული სახლის მეპატრონეები და ფონდი `მადლყ-2005~-ი წარმოადგენდნენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს, ანუ სასამართლოს მოთხოვეს გამოეტანა გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ეს საცხოვრებელი სახლები თითქოსდა  შესყიდული იყო ფონდის სახსრებით და რომ ეს სახლები სინამდვილეში იყო ფონდის საკუთრება და არა იმ პირების საკუთრება რომლებზეც ეს სახლები იყო საკუთრებაში რეგისტრირებული.
  ჩვენმა შიდასახელწიფოებრივმა სასამართლოებმა  პირნათლად შეასრულეს სახელმწიფოს დავალება და ამჯერადაც გამოიტანეს აშკარად მიკერძოებული  და უკანონო გადაწყვეტილებები, რომლებითაც დაადასტურეს საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნა და დაადგინეს, რომ ის საცხოვრებელი სახლები რომლებიც ფონდს იჯარით ჰქონდა აღებული კერძო პირებისაგან, წარმოადგენდნენ არა ამ პირების საკუთრებათ არამედ ფონდი `მადლი-2005~-ის საკუთრებას.
  ასეთი უკანონო გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ აჭარის პროკურატურის პროკურორმა დიმიტრი ფაღავამ ფინანსური პოლიციასთან გამომძიებელმა მამუკა ვასაძემ უკანონოდ დააპატიმრეს ფონდი `მადლი-2005~-ის ყოფილი თავმჯდომარე შოთა გაბაიძე, რომელსაც ბრალი დასდეს, რომ თითქოსდა მან შეგნებულად დაუმალა სახელმწიფოს გადასახადები. ეს მაშინ როცა ფონდი, როგორც საქველმოქმედო ორგანიზაცია გადასახადებისაგან განთავისუფლებული იყო კანონის მიხედვით. ფონდმა სასამართლოს გადაწყვეტილებები ცრუ მაგიერ პირებად აღიარების შესახებ, გაასაჩივრა ევროპის საერთაშორისო სასამართლოში, რომელმაც ფონდის საჩივრები მიიღო წარმოებაში და ამჟამად განხილვის პროცესშია.
  იმის გამო, რომ საგადასახადო ინსპექციის სასარგებლოდ სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ფონდმა გაასაჩივრა ევროპის საერთაშორისო სასამართლოში და საქმეების განხილვა ჯერ არ დასრულებულა, გარდა ამისა ფონდის მიერ ამჟამადაც გრძელდება საჩივრების შეტანა საქართველოს სასამართლოებში, მათ მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებების გაუქმების თაობაზე. სახელმწიფომ, ფონდის თავმჯდომარის უკანონოდ დაპატიმრების შემდეგ, აიძულა იგი პროკურატურასთან დადებული საპროცესო შეთანხმებაზე მოუწერა ხელი. ამ საპროცესო შეთანხმების მიხედვით პროკურატურა შოთა გაბაიძეს პატიმრობიდან გაანთავისუფლებდა მხოლოდ იმ პირობით, თუ კი იგი დაეთანხმებოდა ფონდის საკუთრებად აღიარებული საცხოვრებელი სახლების  კონფისკაციაზე  და სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემაზე. შ. გაბაიძე იძულებული იყო პატიმრობიდან, რომ განთავისუფლებულიყო მოაწერა პროკურატურას მიერ შედგენილ საპროცესო შეთანხმებას ხელი ამ შეთანხმების მიხედვით პროკურატურამ კონფისკაცია გაუკეთა კერძო პირების საკუთრებაში არსებული იმ საცხოვრებელ სახლებს რომლებიც მათ იჯარის ხელშეკრულების საფუძველძე სარგებლობაში ჰქონდათ გადაცემული ფონდზე.

  შ. გაბაიძესა და პროკურატურას შორის დადებული აშკარა უკანონო საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, კერძო პირების საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლები, სახელმწიფომ კონფისკაციის გზით ჩამოართვა და მიისაკუთრა.

  საქართველოს კანონების მიხედვით საპროცესო შეთანხმების გასაჩივრების უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, ვისთანაც გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, აღნიშნული მიზეზის გამო, ფონდი ვერ ასაჩივრებს შ. გაბაიძესა და პროკურატურას შორის დადებულ შეთანხმებას, სახელმწიფო კი ცდილობს უკანონობა მოიყვანოს სისრულეში და უკანონოდ მიისაკუთროს სხვისი ქონება.        

 საჯარო რეესტრის მონაცემები

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნის მონაცემების მიხედვით, ხელვაჩაურის სასამართლოს მიერ ჩამორთმეული ქონების მესაკუთრეებად მიმდინარე წლის დასაწყისში სხვადასხვა ფიზიკური პირები არიან რეგისტრირებულნი.

საჯარო რეესტრის 2010 წლის 29 იანვრის ამონაწერის მიხედვით, სოფელ ანგისაში ჩამორთმეული უძრავი ქონების (1500 კვ/მ მიწის ნაკვეთი) მესაკუთრეები ზურაბ ბოლქვაძე, ქემალ აბულაძე და შოთა გაბაიძე არიან (”მადლი 2005”-ის გამგეობის წევრები).

საჯარო რეესტრის ასევე 2010 წლის 29 იანვრის ამონაწერის მიხედვით, სოფელ ანგისაში ჩამორთმეული უძრავი ქონების (1000 კვ/მ მიწის ნაკვეთი) მესაკუთრეა ზია იაკობაძეა (ასევე ”მადლი 2005”-ის გამგეობის წევრი).

ხულოში ჩამორთმეულ ქონებასთან დაკავშირებით (მისამართი: დაბა ხულო, თამარ მეფის ქუჩა #2), საჯარო რეესტრმა, მიმდინარე წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით (#882010487430-03) დაადასტურა, რომ ”აღნიშნულ მისამართზე უძრავი ქონება რეგისტრირებულია ჯუმბერ კახაძის სახელზე. ქონება 10-წლიანი იჯარით გაცემულია ”მადლი 2005”-ის სახელზე (თავმჯდომარე შ. გაბაიძე)”. ამის საფუძველზე საჯარო რეესტრმა უარი თქვა სარეგისტრაციო წარმოებაზე.

დაბა ხულოში, თამარ მეფის ქ. #2-ში მდებარე უძრავი ნივთის იძულებით აღსრულებასა და ამონაწერს საჯარო რეესტრიდან კი აჭარის სააღსრულებლო ბიურო ითხოვდა. საჯარო რეესტრმა რეგისტრაციაზე უარი თქვა და ამ მისამართზე ამონაწერი არ გასცა.

მიუხედავად ზემოთქმულისა, 2010 წლის 10 ივნისს, საჯარო რეესტრმა დაბა ხულოში, მისამართზე –  თამარ მეფის ქუჩა #2 ამონაწერი მაინც გასცა. ამ ამონაწერის მიხედვით კი, აღნიშნულ მისამართზე მდებარე ქონების მესაკუთრე ჯუმბერ კახაძის ნაცვლად ამჯერად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. უფლების დამადასტურებელ მთავარ იურიდიულ დოკუმენტად კი საჯარო რეესტრის მიერ მითითებულია ”საქართველოს მთავრობის 24.04.2010 წლის დადგენილება #495”.

მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობას #495 დადგენილება, როგორც რეესტრის ამონაწერშია მითითებული, არ მიუღია. მთავრობას მიმდინარე  წლის 18 ივნისის ჩათვლით მხოლოდ 165 დადგენილება აქვს მიღებული. დაბა ხულოში, თამარ მეფის ქ. #2-ში მდებარე 277,46 კვ/მ ფართობის შენობა-ნაგებობა და 1189 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი კი, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში მთავრობის არა დადგენილებით, არამედ განკარგულებით გადაეცა.

On Charity Foundation “Madli-2005” On January 25, 2005, in Khelvachauri region village Angisa, a charity foundation “Madli-2005” was founded. On March 25, 2005 the foundation was registered in full protection of the law in the Department of Justice of Autonomous Republic of Adjara. On November 4, 2005 the foundation was registered in Batumi Tax Inspection. In December, 2005, the foundation branches were founded in Khulo and Keda Regions. The goal of the foundation is to provide material, moral and other kinds of aids for children grown up in orphan, forlorn and poor families and for families with many children. Neither in accordance with the Tax Code of Georgia, nor other laws of Georgia, the charity foundation does not pay a profit tax, it is free from paying the mentioned tax. Although, in November 2006 Batumi Tax Inspection made the foundation “Madli-2005” pay the profit tax in the amount of 424.348 Gel for the budget quite illegally. We have appealed for the illegal payment of the mentioned sum of money in Batumi Civil Court at first, then in Kutaisi Court of Appeals and in Supreme Court of Georgia in Tbilisi.The courts expressed obvious state interests and denied to satisfy our claim illegally and the court’s decision entered into force. The illegal decisions made by the courts are appealed in the International Court of Strasburg, where the case has been put into process and we are looking forward to its final discussion. Due to the fact that the foundation do not possess any money on bank accounts or any property, the Tax Inspection sequestrated the leased dwelling houses in Khulo, Keda, Khelvachauri and Kobuleti Regions, which were the private property of the some people. After the sequestration, the Tax Inspection appealed in the court and demanded from the court to recognize the owners of the houses leased to the foundation and “Madli-2005” represent a fictitious persons to each other, or they demanded from the court to make a decision on the fact as though these dwelling houses were purchased with the finances of the foundation and these houses were the property of the foundation in fact and not the property of the people the houses are registered on. Our inner state courts fulfilled the mission they were imposed and made partial and illegal decision this time again, which prove that the demand of Tax Inspection and ascertained that those dwelling houses which were leased by the foundation from the private people, represented not the property of those people but the property of foundation “Madli-2005”. After making such illegal decisions the Prosecutor of Adjara, Dimitri Pagava, the investigator from Financial Police Mamuka Vasadze illegally arrested the former chairperson of the foundation “Madli-2005”, Shota Gabaidze, who was accused of not paying the taxes to the state on purpose. And it happens when the foundation, as a charity organization is free from paying taxes according to the law. The foundation appealed the courts’ decisions on recognizing as fictitious persons in the international court of Europe, which received the claims of the foundation and they are in the process of discussion now. Due to the fact that all the decisions of the courts received for the profit of Tax Inspection , were appealed in the International Court of Europe and the discussion of the cases have not yet been finished. Besides, appealing by the foundation on illegal decisions in Georgian courts still continues. The state, after the illegal detention of the foundation chairman, made him to sign the procedural agreement concluded with the public prosecutor’s office. According to this procedural agreement the public prosecutor’s office would release Shota Gabaidze from the imprisonment if he agreed the dwelling houses recognized as the property of the foundation to be confiscated and transferred in the property of the state. Shota Gabaidze had to sign the procedural agreement made by the prosecutor’s office in order to be released from the imprisonment, according to this agreement the prosecutor’s office confiscated the houses being in the possession of private people, which had been transferred to the foundation on the basis of the contract.On the basis of obviously illegal agreement between Shota Gabaidze and prosecutor’s office, the houses being in the possession of private people were confiscated by the state. According to the Georgian laws, that person has the right to appeal the procedural agreement to whom the procedural agreement is concluded, due to the mentioned reason, the foundation cannot appeal the agreement between Shota Gabaidze and prosecutor’s office, and the state tries to legalize the this illegal action and to peculate other’s property.