• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

მუსლიმანური სამყარო წმინდა მუჰამედ შუამავლის დაბადების 1439 წლისთავს აღნიშნავს

მუსლიმანური სამყარო დღეს წმინდა მუჰამედ შუამავლის დაბადების 1439 წლისთავს აღნიშნავს. ეს თარიღი აჭარის სამუსლიმანომაც აღნიშნა. შეკრების ინიციატორი აჭარის მუსლიმანთა სასულიერო-სამუფთო სამმართველოა.
შეკრებაზე მორწმუნეები მუჰამედ შუამავლის ცხოვრების დეტალებზე საუბრობდნენ და კიდევ ერთხელ ახმოვანებდნენ ძირითად პრინციპებს, რომელიც მუჰამედ შუამავალმა დანერგა.
სამუფთო სამმართველომ ღონისძიებაზე აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წევრებიც მიიწვია. შეკრებას საპატრიარქოს რელიგიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელიც ესწრებოდა.