• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ზ. ალი. მუსლიმანური ფემინიზმი ღრმა სულიერებიდან იწყება

23 წლის ზახრა ალი ქალთა მუსლიმანური ორგანიზაცია  “ალ-ჰუდას”-ს პრეზიდენტია, მდებარე საფრანგეთის რენში. ის მუშაობს EHESS -ში (Ecole des Hautes Etudes en Sciences Sociales) დისერტაციაზე თემაზე ისლამური ფემინიზმის განვითარება თანამედროვე მსოფლიოში. ინტერვიუში ახალგაზრდა აქტივისტი მოგვითხრობს თავისი რელიგიური და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ და გვიზიარებს შემოქმედებითი გარჯის გამოცდილებას საშუალო ევროპული ქალაქის პირობებში.– როგორ მოხვდით ”ალ-ჰუდაში”?

მე  15 წლიდან ”ალ-ჰუდას” წევრი ვარ.  ის უზრუნველყოფს ნორმალურ რელიგიურ ცხოვრებას რენში მცხოვრებ გოგონებსა და ქალთათვის. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ მეჩეთებში, ხოლო ბოლო 10 წლის მანძილზე ჩვენი ჩვეული საქმიანობაა საკვირაო დილის მეცადინეობების ჩატარება. ისინი ტარდება ყოველ კვირა დღეს რენის მეჩეთში და საშუალებას აძლევს მუსლიმან ქალებს ერთმანეთი გაიცნონ, გააღრმავონ რელიგიური ცოდნა, ერთმანეთს გაუზიარონ ისლამის ცოდნოს გამოცდილება, მოუთხრონ ერთმანეთს თუ როგორია მორწმუნე ქალის ცხოვრება საფრანგეთში.

–          გაქვთ თუ არა რაიმე ურთიერთობა მემარცხენე ორგანიზაციებთან, ანტირასისტულ და უფლების დამცველ ცენტრებთან?

 ჩვენ ყოველთვის ვმუშაობთ პარტნიორობის პრინციპით. მაგრამ ადგილობრივ დონეზე, აქ რენში, ძალიან სუსტი მხარდაჭერა გვაქვს. ჩვენ ურთიერთობა გვაქვს ზოგიერთ აქტივისტებთან, მაგრამ ისინი ჩვენთან თანამშრომლობენ როგორც კერძო პირები, და არა თავისი ორგანიზაციის სახელით.
ამიტომაც ჩვენ ურთიერთობა გვაქვს ”რევოლუციური კომუნისტური ახალგაზრდობის” წარმომადგენლებთან, რომლებიც ყოველთვის მხარს გვიჭერდნენ. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ ”მწვანეთა” პარტიის ზოგიერთ აქტივისტთან და ერთობლივი ძალებით მოვახერხეთ პალესტინის პრობლემებისადმი მიძღვნილი დებატების ორგანიზება. ქალთა საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ ვთანამშრომლობთ დამოუკიდებელ კოალიციებთან, მოძრაობა “Mix-cite”-ის აქტივისტებთან.

–          ღებულობთ თუ არა რაიმე სახის დოტაციებს სახელმწიფოსგან?

არა. ჩვენ ვარსებობთ მოსაკრებელის და შემოწირულობის ხარჯზე. ვიზიდავთ თანხებს მეჩეთებში, ვთხოვთ მოწყალებას ნაცნობ პირებს, ვღებულობთ საწევრო შენატანებს. ჩვენს მიერ მოწყობილ ყოველ დებატებზე ვიღებთ მონაწილეობის საფასურს, რაც საშუალებას გვაძლევს გამომსვლელთა სატრანსპორტო და შენობის ქირაობის ხარჯები დავფაროთ. ჩვენი შესაძლებლობები საკმაოდ შეზღუდულია – ყოველ წელიწადს ჩვენი საბანკო ანგარიში ნულის ტოლია. 

 რამდენი ადამიანისაგან შედგება ”ალ-ჰუდა”?

30 ვართ, მათ შორის ათამდე აქტივისტია. – როგორ დაახასიათებდით თქვენი ორგანიზაციის როლს ადგილობრივი მუსლიმანების ცხოვრებაში? დილის საკვირაო მეცადინეობები – ყველაფრის საფუძველია. ისინი უზრუნველყოფენ ახალგაზრდა და უფროსი ასაკის მანდილოსნების შეხვედრის ადგილს. ორგანიზაციის ზოგიერთი წევრი, რომელიც მისი დაარსებიდან აქ მუშაობს, უკვე 40 წელს არის გადაცილებული, მათ ჰყავთ ბავშვები, მაგრამ ისინი მაინც ჩვენს გვერდით არიან, ასევე ჩვენს გვერდით არიან მოზარდები და ახალგაზრდა გოგონები, რომლებიც მეცადინეობებზე დადიან. თინეიჯერთა უმრავლესობა მონაწილეობს ჩვენს თეატრალურ წრეში. ანუ, ყველაფრის მიუხედავათ, წარმოდგენილი გვყავს შერეული აუდიტორია. რენის მუსლიმანურმა ოჯახებმა იციან, რომ კვირას დილით ტარდება ხალაკა (ისლამური საგანმანათლებლო შეხვედრა), და რომ მთელი ჩვენი მუშაობა ამ კრებით იწყება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ზოგიერთი ადამიანები მოდიან, გვთავაზობენ თემას განსჯისა და კონფერენციებისთვის, რომელთა მოწყობა ან  დასწრება სურთ მიმდინარე წლის მანძილზე, შემდეგ ჩვენ ვინაწილებთ დავალებებს.    ბევრი  მუსლიმანი იზიარებს ჩვენს ხედვას, ჩვენ ხომ იმ სივრცეს წარმოვადგენთ, სადაც ახალგაზრდა ქალებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია ნებისმიერ თემაზე: როგორ უნდა აღუდგეს წინ ქალიშვილი თავს მოხვეულ ქორწინებას; რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ხიჯაბის ტარება დაიწყო; როგორ უნდა მოაგვარო პრობლემები სკოლაში და ა.შ. სინამდვილეში, სივრცე, რომელიც ჩვენ შევქმენით, ბევრ რამეს აერთიანებს: ჩვენ ვმუშაობთ როგორც სოციალურ, ისე პოლიტიკურ საკითხებზე. ჩვენ თვითგანათლებას ვეწევით და ვიწვრთნებით, ჩვენ შევდივართ ”Presence Musulmane”-ში (მუსლიმანური ფრანგულენოვანი საგანმანათლებლო ქსელი), რომლის მეშვეობითაც  ჩვენთვის ძვირფასი  საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა მისაწვდომი ხდება.ჩვენს საქმიანობას ჯერჯერობით ლოკალური მასშტაბი აქვს. მაგრამ ეს მაინც  საჭირო საქმეა, ვინაიდან ადგილობრივ ბაზარზე დიდია მოთხოვნილება ამგვარ საქმიანობაზე.

გარდა ამისა, უნდა ითქვას რელიგიური ტექსტების ვულგარული გაგების ტენდენციის გავრცელების პრობლემაზე. ამასთან ბრძოლა – ჩვენი ერთერთი მიზანია. ჩვენ გვინდა წინ აღვუდგეთ ამას იმითი მაინც, რომ ჩვენი მეობა შევინარჩუნოთ, ანუ ვიყოთ აქტიურები და სიტყვით გამოვიდეთ, როგორც მუსლიმანი ქალები. მაგალითად, ჩადრიანი მანდილოსანი, რომელიც სუპერმარკეტში სააგიტაციო ფურცლებს ავრცელებს უკვე თავისთავად წარმოადგენს წინააღმდეობას რადიკალური იდეებისადმი, და არა მარტო ქალაქგარეთ, როგორც ხშირად ამბობენ, არამედ ქალაქის საზოგადოებრივ ადგილებშიც.

– დავუბრუნდებით თქვენს  კვლევებს, თქვენ თვითონ როგორ ახსნიდით გაგებას -მუსლიმანური ფემინიზმი?

 გაგება ”ფემინიზმი”-ს მე ავხსნიდი როგორც ცხოვრების, მოქმედებების წესს, ქალთა ემანსიპაციისადმი მისწრაფებას თანაბარუფლებიანობისა და სამართლიანობის უნივერსალური პრინციპებისათვის ბრძოლის გზით. ჩვენ, ”ალ-ჰუდაში”,  სწორედ ამ გაგებით ვითვლებით ფემინისტებად. რაც შეეხება მუსლიმანურ ფემინიზმს, ის იწყება ღრმა სულიერებიდან. ჩვენ ვხელმძღვანელობთ პრინციპით, რომ უზენაესის წინაშე ყველა თანაბარია და ვიბრძვით დისკრიმინაციის ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგ, იმ ლოგიკის წინააღმდეგ, როდესაც ქალი – ნივთად მიაჩნიათ,  რაც მას აკისრებს მხოლოდ კარგი დედის, კარგი მეუღლის და კარგი ქალიშვილის როლს, ვუპირისპირდებით იმას, რაც  ეწინააღმდეგება  თანაბარუფლებიანობისა და სამართლიანობის პრინციპს. ის აზრი, რომ ისლამი მოვიდა იმისათვის, რომ ქალები გაანთავისუფლო, ზოგიერთისთვის შესაძლოა უცნაურადაც კი ჟღერდეს, და ის, ფაქტობრივად, ეწინააღმდეგება ზოგიერთ მუსლიმანურ საზოგადოებებში აღიარებულ პრაქტიკას. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს ჭეშმარიტებაა.   ჩვენ კარგად გვესმის, რომ მხოლოდ ტერმინის – ”მუსლიმანური ფემინიზმი” გაჩენაც კი უკვე პარადოქსია. ჯერ ერთი, დასავლური კონტექსტის ფარგლებში, განსაკუთრებით საფრანგეთში, ქალთა ემანსიპაცია  რელიგიისაგან გარკვეული გაგებით მოწყვეტასთან ასოცირდება. მეორეც, ისლამური ფემინიზმი ძნელი აღსაქმელია იმ ატმოსფეროში, როდესაც, ერთის მხრივ, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოები სთავაზობენ აუდიტორიას ფუნდამენტალისტური და სექსისტური დაჯგუფებების კარიკატურებს, და, მეორეს მხრივ, ცხოვრების რეალიები ზოგიერთ მუსლიმანურ ქვეყნებში, ქალებთან დამოკიდებულების მხრივ, უთუოდ საშინელია. მაგრამ აქ უნდა ითქვას, რომ მუსლიმანური ქვეყნების უმეტესობა მიეკუთვნება მესამე სამყაროს, რომელთა პოლიტიკური რეჟიმები ძალიან შორს არიან დემოკრატიისაგან. მაგალითად, ავღანეთში, ბევრ ადამიანებს არ აქვთ ელემენტარული უფლებები (უსაფრთხოების, ჯანდაცვის, განათლების მიუწვდომლობა), ქალები კი იმყოფებიან საზოგადო იერარქიის ფსკერზე. ავღანელი ქალები ორმაგად იჩაგრებიან თავისი არასაიმედო მდგომარეობისა და სიღატაკის გამო, ამას კიდევ ემატება ამერიკული ოკუპაცია.

აზროვნება ასეთ ქვეყნებში ძალიან დაბალი დონისაა, როდესაც საქმე ეხება ქალთა საკითხებს, ხოლო სოციალურ-პოლიტიკური კონცეპციები ვერაფერს ხსნიან. ჩვენი აზრით, ზუსტად ამ ჭრილში უნდა გარდაიტეხოს ისლამური აზროვნება ქალთა პრობლემების მოგვარებისაკენ.  გამოცხადება ჩვენთვის ნიშნავს ქალებისადმი მოწოდებულ ეგალიტარულ გზავნილს , ჩვენი მოვალეობაა – განვასხვავოთ ალლაჰის სიტყვების ისეთი გაგება, რომელიც კულტურული პატრიარქატის ჭრილში ამახინჯებს ყურანის არსს, და ის, რაც წერილის ჭეშმარიტ არსს გადმოცემს.

–         როგორია, ზოგადად, თქვენი ურთიერთობა ფრანგ ფემინისტებთან?

  ჩვენ გვაქვს ”Collective of Feminists for Equality“-თან თანამშრომლობის გამოცდილება, რომელშიც მე შევდიოდი ზოგიერთ ”ალ-ჰუდას”  წევრებთან ერთად. ეს იყო ძალიან სასარგებლო გამოცდილება, იმიტომ რომ ისინი ყველანაირი წარმომავლობის (ეთნორელიგიური) ფემინისტები არიან. ჩვენ ამ კოლექტივში ერთი წელი ვიმუშავეთ, და, ბოლოს და ბოლოს, გადავწყვიტეთ ლოკალურ დონეზე დავბრუნებულიყავით და  ჩვენი საქმიანობის კონცენტრირება ჩვენს რენში მოგვეხდინა, კერძოდ, შიდასაზოგადო საკითხებზე, რომლებსაც ადრე იგნორირებას უკეთებდნენ. დღეისათვის ფრანგული ფემინისტური პანორამა ჩვენთან მიმართებაში  რჩება ძალზე მოშორებული. იმ ფემინისტებს, რომლებთანაც ვაგრძელებთ თანამშრომლობას, კოლონიალიზმისადმი ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ.ასევე უნდა ითქვას, რომ მე არ ვაპირებ ვინმეს თავს მოვახვიო მუსლიმანური ფემინიზმის ჩემი მოდელი. მე ვიცი, რომ ზოგიერთ მუსლიმან ფემინისტს არ უნდა საერთო ჰქონდეს დასავლურ ფემინიზმთან. მაგრამ მე დასავლელი ქალი ვარ და ჩემზე ძალიან დიდი გავლენა იქონია დასავლურმა ფემინისტურმა ლიტერატურამ.

ყველაზე ძლიერი შდაბეჭდილება ჩემზე მოახდინა აფროამერიკულმა ფემინისტურმა ლიტერატურამ. სიყმაწვილეში წაკითხული წიგნების შორის იყო, მაგალითად, ანჯელა დევისის წიგნები, მაგრამ, მიუხედავათ ამისა, მე ჩემს თავს მივიჩნევ 70-ნი წლების ფემინისტების ისტორიული მოძრაობის  და ფემინიზმის პირველი ტალღის მიმდევრად. რა თქმა უნდა, მე არ ვეთანხმები ზოგიერთ მათ შეხედულებებს, ვინაიდან ისინი ეწინააღმდეგება ჩემი სულიერი ფასეულობების სისტემას, მაგრამ მათი გამოცდილების შესწავლა სასარგებლოა.

–         როგორია თქვენი მომავალი პროექტები?

 ჩვენ უკვე მრავალი წელი ვმუშაობთ ისლამში ქალების პრობლემების მოგვარებაზე და ვიწყებთ ყურანის ზოგიერთ განმარტებებთან დაკავშირებული ჩვენი მოსაზრების მკაფიო ჩამოყალიბებას. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას ადგილობრივი მასშტაბით – ორგანიზებას გავუკეთებთ კონფერენციებსა და მეცადინეობებს. მაგრამ ის, რაც ღრმად გულში გვიდევს არის ისლამში ფემინიზმის თემის დამუშავება.  

ნაიმა ბუტელჯა

სტატია თარგმნილია  www.islam.ru დან