• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

მსხვერპლშეწირვის (ყურბანი) ისტორია

ყურბანი წმ. ადამ შუამავლის დროს

მხვერპლშეწირვა (ყურბანი) კაცობრიობის დასაბამიდან დღემდე მოღწეული ერთ-ერთი ღვთისმსახურებაა. ეს ღვთისმსახურება ჯერ კიდევ წმინდა ადამ შუამავლის შვილების დროინდელია, რომლის შესახებ წმ. ყურანი ასე გადმოგვცემს. “(მუჰამმედ) მოუთხრე მათ ჭეშმარიტებით (შუამავალ) ადამის ორი ვაჟიშვილის ამბავი: ოდეს ორთავემ შესწირეს ყურბანი და მიღებულ იქნა იგი (ყურბანი) იმ ორისგან ერთისა, მაგრამ არ იქნა მიღებული მეორისა-(გან), (ამიტომ) უთხრა (ძმას): <შენ უსათუოდ მოგკლავ>! (პასუხად კი ძმამ) უთხრა: < უეჭველად, ალლაჰი (ყურბანს) მხოლოდ ღვთისმოშიშთაგან იღებს>”.(სურა “მაიდე” აიათი 27). წმინდა ყურანის ეს აიათი კონკრეტულად აღნი-შნავს იმას, რომ ყურბნის (მსხველპრშეწირვის) დასაბამი წმინდა ადამ შუამავლის დროიდან იწყება. ვინაიდან ადამიანს ღმერთთან დაახლოება ყოველთვის სურდა და ცდილობდა მისთვის კარგი ძღვენი მიერთვა ან მსხვერპლი შეეწირა. სიტყვა “ყურბანიც” პირდაპირი მნიშვნელობით დაახლოებას ნიშნავს. აღსანიშნავია ისიც, რომ წმ. ადამ შუამავლის შვილების დროინდელი ეს ფაქტი ძველ აღთქმაშიც არის მოცემული. “მერე შვა მისი ძმა აბელი. აბელი მეცხვარე იყო, კაენი – გლეხი გამოხდა ხანი და მიართვა კაენმა უფალს ძღვენი, მიწის ნაყოფი. აბელმაც მიართვა თავისი ფარის ნათავარი და რჩეული პირუტყვი. მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს. ხოლო კაენსა და მის ძღვენს არ მოჰხედა. ძალზე გამწარდა კაენი და თავი ჩაღუნა. უთხრა უფალმა კაენს: რად გამწარდი, რად ჩაღუნე თავი? თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე. უთხრა კაენმა თავის ძმას, აბელს: გავიდეთ ველად. და როცა ველად იყვნენ, დაეცა კაენი აბელს და მოკლა”. (ძველი აღთქმა დაბადება თავი მეოთხე 2-8). აქედანაც კარგად ჩანს ყურბნის დასაბამი და ნათლადაა განმარტებული ისიც, რომ ყურბანი მხოლოდ ღვთის სიყვარულითა და მასთან დაახლოების მიზნით უნდა იკვლებოდეს. გარდა ამისა, ყურბნად შეძლებისდაგვარად კარგი ცხოველი უნდა შევარჩიოთ. ყურბანი წმ. იბრაჰიმ (აბრაამ) შუამავლის დროს

ჩვენ მას (იბრაჰიმს) გონიერი შვილი ვუმახარობლეთ. და როცა შეძლო შვილმა მამასთან ერთად სიარული, (ერთხელაც) მამამ უთხრა: <შვილო, სიზმარში ვნახე, უნდა დაგკლა. დაფიქრდი, შენ ამაზე რას იტყვი?> (შვილმა) უპასუხა: <მამაჩემო, შეასრულე ის, რაც (ალლაჰისაგან) გებრძანა უეჭველად , ღმერთით, მე მომთმენთაგან მიხილავ (მიპოვი)>. ორივე (ალლაჰის ბრძანებას) მიენდო და (იბრაჰიმმა შვილი დასაკლავად) პირქვე დააწვინა, მას ასე შევეხმიანეთ. <ეი, იბრაჰიმ! შენ სიზმარი განახორციელე, ჩვენ სიკეთის მკეთებელთ ასეთნაირად ვაჯილდოებთ. უეჭველად, ეს ძალზე მძიმე გამოცდაა>. ჩვენ, ნაცვლად შვილის შეწირვისა, (ალლაჰის წინაშე დადებული პირობა, რომ შეესრულებინა, გამოსასყიდად) მას (იბრაჰიმს) შესაწირი ზვარაკი ვუბოძეთ”. (სურა “საფფათ” აიათი 101-107). კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს მსგავსი ღვთისმოშიშობისა და ღმერთზე მინდობის სხვა არც ერთი ისეთი ფაქტი როგორიც წმ. იბრაჰიმ შუამავალმა და მისმა შვილმა გამოავლინეს. ამ შემთხვევაში, ნათლად ჩანს ისიც, რომ ალლაჰის ბრძანება თვით შენი ან შენი საყვარელი ადამიანების საწინააღმდეგოც რომ იყოს, თუნდ ის სიცოცხლის ფასად გიჯდებოდეს, წარბშეუხრელად უნდა შეასრულო, როგორც ეს წმინდა იბრაჰიმ შუამავალმა გააკეთა. როგორც ზემოთ ჩანს წმ. ისმაილ და წმ. იბრაჰიმ შუამავლები მზად იყვნენ ალლაჰის ბრძანების შესასრულებლად ყველაზე საყვარელი ადამიანი და საკუთარი სიცოცხლეც კი გაეწირეს. აი, ამასს ჰქვვია ღმერთზე მინდობის უბადლო და განუმეორებელი მაგალითი.

ყურბანი წმ. მუსა (მოსე) შუამავლის დროს

 “როცა მუსამ (მოსემ) თავის ხალხს უთხრა: < უეჭველად, ალლაჰმა გიბრძანა თქვენ ფურის დაკვლა (შეწირვა)>- მათ ჰკითხეს: <დაგვცინი, განა?!> მუსამ უპასუხა: -<ღმერთმა დამიფაროს, ვიყო უგუნურთაგანი>!” ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ ბიბლიისეული განმარტებით ამ დროს ებრაელები ოქროსგან გაკეთებულ ხბოს კერპს სცემდნენ თაყვანს. აი, ამიტომ, უზენაესმა ალლაჰმა მათ ყურბნად ფურის შეწირვა უბრძანა. აქედან გამომდინარე, ადამიანისთვის კარგად მისახვედრი უნდა იყოს ის ფსიქოლოგიური ფაქტორი, რომ ცხოველის, რომელიც მსხვერპლის მიზნით იკვლება, მისი ღმერთზე გატოლება და მასზე თაყვანისცემა, სხვა თუ არაფერი, უბრალოდ არალოგიკურია. “დაინახა ხალხმა, რომ აგვიანებდა მოსე მთიდან ჩამოსვლას, თავი მოიყარეს აარონთან და უთხრეს მას: ადექი და გაგვიკეთე ღმერთები, რომლებიც წინ გაგვიძღვებიან, რადგან არ ვიცით, რა დაემართა იმ კაცს – მოსეს, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგვიყვანა. უთხრა მათ აარონმა: დახსენით ოქროს საყურეები თქვენს ცოლებს, ვაჟებსა და ასულებს და აქ მომიტანეთ. დაიხსნა მთელმა ხალხმა საყურეები ყურებიდან და მიუტანა აარონს. გამოართვა აარონმა, საჭრეთლით გამოსახა სახე და ჩამოასხა ხბო. თქვეს: ესენი არიან, ისრაელო, შენი ღმერთები, რომლებმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანეს”. (ძველი აღთქმა; გამოსვლა; თავი 35/1-4). (ასევე იხილეთ სურა ა-რაფი, აიათი 152).

ყურბანი წარმართულ (არაღვთაებრივ) რელიგიებში

არაღვთაებრივ რელიგიებშიც ღმერთზე მსხვერპლშეწირვა ძველი დროიდანვე არსებული ტრადიციაა. ეს ადამიანის ფსიქოლოგიიდან გამომდინარეობს, ვინაიდან ადამიანი ყოველთვის ცდილობს მსხვერპლი შესწიროს და პატივი მოიპოვოს იმ განდიდებულ არსებისგან, რომელსაც თაყვანს სცემს. მაგრამ ამას, ძღვენის მირთმევა უფრო ჰქვია, ვიდრე მსხველპშეწირვა. არაღვთაებრივ რეგლიგიებში მსხვერპლშეწირვა ზოგიერთ შემთხვევაში ცხოველის სახით ხორციელდებოდა, ზოგჯერ კი ბრინჯის, ხორბლის და მსგავსი მცენარეულის სახითაც კი გვხვდება. მაგ…შინტოიზმში (იაპონელთა უძველესი რელიგია) მსხვერპლშეწირვა განრისხებული, ბუნების ღმერთების დასამშვიდებლად და ავი სულებისგან დაცვის მიზნით ხდებოდა. ასევე მსხვერპლშეწირვის ტრადიცია არსებობდა ძველ ჩინეთშიც, სადაც მსხვერპლად, როგორც შინაურ ცხოველსა და ნათესებს, ასევე აბრეშუმსა და გამოუდეგარ, ბებერ ცხენსაც კი წირავდნენ.

ყურბანი წმ. მუჰამმედ შუამავლის დროს

(ეი, მუჰამმედ!) შენ ღმერთზე ილოცე და ყურბანი (შესაწირავი ზვარაკი) დაკალი. (სურა “ქევსერი” აიათი 2)  “სთქვი (მუჰამმედ): უეჭველად, ჩემი ლოცვა და ჩემი ყურბანი (წირვანი), ჩემი სიცოცხლე და ჩემი სიკვდილი სამყაროთა ღმერთის – ალლაჰისთვისაა”. (სურა ენ-ამ, აიათი 162)

ყურბანი- ალლაჰთან დაახლოება: ყურბნის დაკვლა მხოლოდ ალლაჰთან დაახლოების მიზნით შეიძლება. მუსლიმანი ადამიანი, რომელიც ყურბანს კლავს მხოლოდ და მხოლოდ უზენაეს ალლაჰზე ქედის მოხრის მიზნით უნდა აკეთებდეს ამას. ყურბნის დაკვლის დროს ყველას უნდა ახსოვდეს წმ. იბრაჰიმ და წმ. ისმაილ შუამავლების ალლაჰზე მინდობა და მათი ქედის მოხრა. ვინაიდან ყურბნის დაკვლის მიზანიც ალლაჰის წინაშე ქედის მოხრაა, ე.ი. ყურბანი პირველ რიგში ღვთისმსახურებაა. მაგრამ ღვთისმსახურების გარდა, სოციალური მოვლენაცაა, რომელიც საზოგადოებაში მდიდარ და ღარიბ ფენებს ერთმანეთთან აახლოებს. ასევე, ქველმოქმედებისა და ჰუმანიზმის გარდა, ის ქვეყანაში მეცხოველეობის განვითარებაზე წახალისებასაც უწყობს ხელს.

თემურ გორგაძე

თეოლოგი