• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ნოვრუზ-ბაირამი საერთო-სახალხო დღესასწაულად გამოცხადდება

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, ნოვრუზ –ბაირამი საერთო-სახალხო დღესასწაულად გამოცხადდება.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დღეს მარნეულიში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა, სადაც მათ დღესასწაული მიულოცა.

პრეზიდენტის თქმით, ნოვრუზ-ბაირამის აღნიშვნა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოსთვის ყველა მოქალაქე ერთნაირად მნიშვნელოვანია, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა.

“თქვენ ხართ ჩვენი სისხლი და ხორცი, თქვენი დღესასწაული ჩვენი, მთელი საქართველოს დღესასწაულიცაა. დღეიდან ნოვრუზ-ბაირამი გამოცხადდება საერთო-სახალხო დღესასწაულად. თქვენი ტკივილი ჩვენი ტკივილია და თქვენი სიხარულიც ერთად უნდა გავიზიაროთ. ჩვენ არ ვასხვავებთ ჩვენი ქვეყნის შვილებს ერთმანეთისგან”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

წყარო: EPN GE   EXSSPRESNEWS-ახალი ამბების სააგენტო