• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ალგეთის მევენახეობის მეურნეობის იმამ რზას მეჩეთი

  ალგეთის მევენახეობის მეურნეობის იმამ რზას მეჩეთი ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 396 მეტრ სიმაღლეზე სოფლებს, ალგეთსა და ქეშალოს შორი მდებარეობს. 

     დასახლება საბჭოთა დროს შეიქმნა და დღესიათვის იქ მხოლოდ 300 მდე ადამიანი ცხოვრობს.

    მეჩეთი დაბალ საძირკველზე მდგარი კვადრატული ფორმის შენობაა. ნაგებია ბეტონის ბლოკებით და შელესილია ბათქაშით. ის 1999 წელს ადგილობრივი მრევლის მიერ გაღებული ფინანსური შემოწირულობით აიგო.

      ჩრდილოეთის მხრიდან შენობა ოვალური თაღებითაა დამშვენებული. თაღებში მოქცეულია ფართო აივანი, რომელიც შენობას მთელ სიგრძეზე გასდევს. აივნის შუაში სამლოცველო დარბაზში შესასვლელი კარებია მოთავსებული. დარბაზი ერთიან  სივრცეს წარმოადგენს მომცრო ზომისაა და მისი ფართობი დაახლოებით 68 კვადრატული მეტრია.

    სამხრეთის კედელში განთავსებულია ოვალური მიჰრაბი. დეკორი სადაა. სამლოცველო დარბაზის ცენტრში მოთავსებულია გუმბათი. ჭერის სიმაღლე გუმბათთან ერთად ხუთ მეტრზე მეტია. მეჩეთს არ აქვს მინარეთი.

     გააჩნია საკმაოდ ვრცელი, ბეტონით შემოღობილი ეზო. ეზოში დგას ერთსართულიანი შენობა, სადაც განთავსებულია აბდესხანა და დამხმარე ნაგებობები.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

vinsalxoz (7)-min

vinsalxoz (6)-min

vinsalxoz (5)-min

vinsalxoz (4)-min

vinsalxoz (3)-min

vinsalxoz (2)-min

vinsalxoz (1)-min