• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ახალქალაქის მეჩეთი

ახალქალაქის მეჩეთი სამცხე-ჯავახეთის მხარის ქალაქ ახალქალაქის ციხის ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 1700 მეტრის სიმაღლეზე დგას.

    სხვადასხვა წყაროების თანახმად მეჩეთი მე17 საუკუნეშია აგებული. მშენებლობისთვის გამოყენებულია რიყისა და ნაშალი ქვა.

    შენობა კვადრატული ფორმისაა და სახურავის ფუნქციას უზარმაზარი გუმბათი ასრულებს, რომელიც ქართული აგურითაა ნაგები.

      მეჩეთს   შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან აქვს, საიდანაც პირდაპირ სამლოცველო დარბაზში მოხვედრაა შესაძლებელი. კარის ღიობი თაღოვანია. სამლოცველო დარბაზი  საკმაოდ ვრცელია და მისი ფართობი ას კვადრატულ მეტრამდეა.

    დარბაზის კუთხეები თაღოვანია და ისინი  გუმბათის საყრდენებადაა გამოყენებული. იგი უზარმაზარ სფეროს წარმოადგენს და მთელ შენობას წვდება. ჭერის სიმაღლე გუმბათის ცენტრში რვა მეტრს აღწევს.

  კედლებში კვადრატული სარკმლებია დატანებული, გუმბათის ცენტრში კი სფერული ღიობი, რომელსაც ძველად შესაძლოა მინის გადახურვა ჰქონოდა.

 ასევე თაღოვანი  სარკმლები შემოუყვება გუმბათს ირგვლივ მეორე სართულის დონეზე

   სამხრეთის კედელში შემორჩენილია თაღოვანი მიჰრაბი.. მის ზედა ნაწილში არაბული გრაფიკით შესრულებული წარწერაა.     მეჩეთი სავალალო მდგომარეობაშია და მას დღეისათვის ადგილობრივი მოსახლეობა საქონლის სადგომად იყენებს.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *