• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

აფნიის მეჩეთი

აფნიის მეჩეთი სამცხე-ჯავახეთის ახალქალაქის მუნიციაპლიტეტის გოგაშენის თემში, ძღვის დონიდან 1700 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

      2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის თანახმად სოფელში 160 ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის უმრავლესობას მაღალმთიანი აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები წარმოადგენენ.

    აფნიის მეჩეთი ორსართულიან, ბეტონის ფილებით ნაშენ ნაგებობას წარმოადგენს. შენობა თავდაპირველად საცხოვრებელ სახლად აიგო. 2013 წელს ადგილობრივმა მოსახლეობამ შენობა მეპატრონისგან გამოისყიდა  და   სამლოცველოდ გადააკეთა.

      შენობა შემაღლებულ საძირკველზე დგას. შელესილია ბათქაშით და დახურულია თუნუქის ფურცლებით. შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან, მარცხენა მხარესაა სადაც მცირე ღია ტერასაა მოწყობილი.

    პირველს სართულზე აბდესხანა და სამეურნეო ოთახებია. ტერასიდან მეორე სართულისაკენ კიბე მიემართება კიბის ბოლოს მცირე ჰოლია რომლის ერთ მხარეს ადმინისტრაციული ოთახებია, მეორე მხარეს კი სამლოცველო დარბაზი. დარბაზი სადადაა მოწყობილი და მისი ფართობი 42 კვადრატული მეტრია.      სამხრეთის კედლის ცენტრში  ჩასმულია თაღოვანი მიჰრაბი და არ აქვს მიმბარი.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

afnia (10)

afnia (9)

afnia (8)

afnia (7)

afnia (6)

afnia (5)

afnia (4)

afnia (3)

afnia (2)

afnia (1)