• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

გორელოვკის მეჩეთი

გორელოვკის მეჩეთი სამცხე-ჯავახეთის მხარის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 2065 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემთა თანახმად სოფელ გორელოვკაში 1165 კაცი ცხოვრობს. სოფლის მოსახლეობას სომხები, რუსები და აჭარის მაღალმთიანეთიდან გადასახლებული ეკომიგრანტები შეადგენენ.

   გორელოვკის მეჩეთი თავდაპირველად აგებულია როგორც საცხოვრებელი სახლი. მოგვიანებით ადგილობრივმა მრევლმა იგი შეიძინა და სალოცავად გადააკეთა.

     მეჩეთი დგას შემაღლებულ საძირკველზე. გეგმით შენობა მართკუთხაა. აგებულია ბეტონის ბლოკებით და ფასადი შებათქაშებულია. დახურულია თუნუქის ფურცლებით. სამხრეთისა და აღმოსავლეთის მხრიდან მეჩეთის შენობას ხის სვეტებიანი ტერასა შემოუყვება. იგი სახურავშია მოქცეული.

    მეჩეთს გააჩნია დამხმარე ნაგებობა, რომელშიც სასწავლო ოთახები და აბდესხანაა განთავსებული, არ აქვს მინარეთი.

    შესასვლელში მცირე ჰოლია. ჰოლიდან სამლოცველო დარბაზში შესვლა შეიძლება. სამლოცველო დარბაზი საკმოად ვრცელია და მისი ფართობი 105 კვადრატულ მეტრამდეა.

  დარბაზი და შესაამისად შენობა არააა ორიენტირებული ქააბას მიმართულებით. დარბაზის ჭერი სიმაღლე 2 მეტრი 94 სანტიმეტრია.

    ჭერის ცენტრში მოწყობილი მცირე ზომის  სფერული გუმბათი. სამხრეთის კედელში ჩასმულია ხის  თაღოვანი მიჰრაბი, მისგან მარჯვნივ კი ხისავე უხვად მოჩუქურთმებული მიმბარი დგას.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

gorelovka (16)

gorelovka (15)

gorelovka (14)

gorelovka (13)

gorelovka (12)

gorelovka (11)

gorelovka (10)

gorelovka (9)

gorelovka (8)

gorelovka (7)

gorelovka (6)

gorelovka (5)

gorelovka (4)

gorelovka (3)

gorelovka (2)

gorelovka (1)