• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ხარჯამის მეჩეთი

ხარჯამის მეჩეთი სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტის წახანის თემში ზღვის დონიდან 1180 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. დაბა ადიგენიდან 17 კილომეტრში. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით სოფელ ხარჯამში 137 ადამიანი ცოხვრობს.

        ხარჯამის მეჩეთი მე -19 საუკუნის ბოლოს მუსლიმი მესხების მიერაა აგებული. გეგმით იგი კვადრატული ორსართულიანი ნაგებობაა. ნაგებია თლილი ადგილობრივი ქვით და ოთხივე მხარის კედლების პერანგის ქვები მაღალი ოსტატობითაა დამუშავებული.

        ჩრდილოეთის მხარე, საიდანაც მეჩეთში შესასვლელი იყო, დამშვენებული სადა და დახვეწილი ჩუქურთმებით. პილასტრები გაფორმებულია ულამაზესი შორენკეცებით, რომელიც განსაკუთრებულ სილამაზეს მატებს ნაგებობას. აქვს ვიწრო და შეისრული სარკმლები. სახურავი მოპირკეთებულია სპილებძის ფირფიტებით. სახურავის ცენტრში კი მუზარიდისებრი გუმბათი ადგას, რომელიც მე-19 საუკუნის სამცხე-ჯავახეთის ბევრ მეჩეთზე გვხვდება.

      ხარჯამის მეჩეთის ჭერი ხისაა და დიდი ოსტატობით არის დამშვენებული მრავალრიცხოვანი ჩუქურთმებით. ჩუქურთმების თარგი და მორთულობის ხასიათი მსგავსებას ავლენს აჭარის მეჩეთების დეკორით შემკობის მე -19 საუკუნის ტრადიციებთან. დღეისათვის მეჩეთი ავარიულ მდგომარეობაშია. დაზიანებულია გუმბათი და ჭერი. დაკარგულია სამლოცველო დარბაზში არსებული ხის სვეტებიც, რომლებიც ჭერის საყრდენი კოჭების ფუნქციასაც ასრულებდნენ.       რთულ მდგომარეობაშია ჩუქურთმებიც. ინტერიერში ჩამოცვენილია ბათქაშიც. 2012 წელს ხარჯამის მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

xarjani (21)

xarjani (20)

xarjani (19)

xarjani (18)

xarjani (17)

xarjani (16)

xarjani (15)

xarjani (14)

xarjani (13)

xarjani (12)

xarjani (11)

xarjani (10)

xarjani (9)

xarjani (8)

xarjani (7)

xarjani (6)

xarjani (5)

xarjani (4)

xarjani (3)

xarjani (2)

xarjani (1)