• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

წახანის მეჩეთი

წახანის მეჩეთი სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 1270 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. დაბა ადიგენიდან დაშორებულია 19 კილომეტრით. 2014 წლის მოსახლეობის საყოველტაო აღწერის მიხედვით სოფელში 230 -მდე ადამიანი ცხოვრობს.

მეჩეთი მე -19 საუკუნეში ადგილობრივი მუსლიმი მესხების მიერაა  აგებული.  დგას მიწაში ჩასმულ საძირკველზე. დღეს უმოქმედოა. კომუნისტურ პერიოდში მესხების შუა აზიაში გადასახლების შემდეგ კომუნისტებმა მასში  მასში კულტურის სახლი განათავსეს და  შიდა ინტერიერიც გადააკეთეს.

      წახანის მეჩეთი გეგმით კვადრატული, ორსართულიანი ნაგებობაა. ნაგებია ადგილობრივი ქვით და გარედან პერანგი მოპირკეთებულია თლილი ქვებით.

 მეჩეთის შენობა დღესდღეობით ამორტიზირებულია, დახურულია შიფერით, რომელიც ალაგ-ალაგ ჩამოქცეულია.

  შენობას   ყველა მხარეს აქვს  თაღოვანი სარკმლები. შიგნით ძველი დეკორის კვალი არ შემორჩენილა. ჩვენამდე მოაღწია ქვის ძველმა მიჰრაბმა. იგი თაღოვანია და ირგვლივ არშია აქვს შემოყოლებული. მეჩეთს შესასვლელი ჩრდილოეთის კედლის ცენტრში ჰქონდა.      მისგან მარჯვნივ კი თავის დროზე მინარეთი მდგარა. შემორჩენილია ამ მინარეთის საძირკველი და ძირის ნაწილი. ასევე ძირის ნაწილში შემორჩენილია ქვით ნაგები მრგვალი კიბე.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

waxanş (13)

waxanş (12)

waxanş (11)

waxanş (10)

waxanş (9)

waxanş (8)

waxanş (7)

waxanş (6)

waxanş (5)

waxanş (4)

waxanş (3)

waxanş (2)

waxanş (1)