• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ღორძეს მეჩეთი

    ღორძეს მეჩეთი სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტის ლელოვანის თემში ზღვის დონიდან 1290 მეტრის სიმაღლეზე. დაბა ადიგენიდან დაშორებულია 8 კილომეტრით.

     2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით სოფელ ღორძეში 230 -მდე ადამიანი ცხოვრობს. სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა მაღალმთიანი აჭარიდან გადასული ეკომიგრანტები არიან.

    ღორძეს მეჩეთი ძველი ნაგებობის ნაშთებზეა აგებულია. გადმოცემით იგი ადგილობრივი მუსლიმი მესხების მიერ აგებული  მეჩეთი იყო, რომელიც მესხები გადასახლების შემდეგ კომუნისტებმა  საწყობად გადააკეთეს.

     ძველი ნაგებობის სამხრეთი კედლის ნაშთი ჩართულია დღევანდელ ნაგებობაში. 1992 წელს  ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სახურავჩამოქცეული საწყობი აღადგინეს და სამლოცველო მოაწყვეს.

    მეჩეთის  შენობა გეგმით კვადრატულია. აქვს ორი სართული და დგას დაბალ, მიწაში ჩასმულ საძირკველზე. ნაგებია ადგილობრივი რიყის და ნაშალი ქვით. შელესილია ბათქაშით. სახურავისთვის გამოყენებულია თუნუქის ფურცლები. სახურავის ცენტრში მოწყობილია მცირე ზომის გუმბათი, არ აქვს მინარეთი.

      მეჩეთში შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდანაა. შესასვლელში ჰოლია, მის ერთ მხარეს აბდესხანა და გარდერობია. აქვეა მეორე სართულზე ასასვლელი ხის კიბეც, რომელიც დამატებითი სალოცავი სივრცისაკენ მიემართება.

      ჰოლიდანაა სამლოცველო დარბაზში შესასვლელი კარი. დარბაზი საკმაოდ მცირე ზომისაა და მისი  ფართობი 52 კვადრატული მეტრია. სალოცავი დარბაზის ცენტრში ხის სვეტი დგას, რომელსაც შიდა აივანი ეყრდნობა.     ჭერი საკმაოდ მაღალია და მისი სიმაღლე 4 მეტრზე მეტია. ღორძეს მეჩეთის სალოცავი დარბაზი საკმაოდ სადაა და მოკლებულია პომპეზურობას. დარბაზი კარგად არის განათებული თაღოვანი სარკმელებით. სამხრეთის კედლის შუაში ჩასმულია თაღოვანი მიჰრაბი. მიჰრაბის მარჯვნივ კი მიმბარია მოწყობილი.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

gordze (11)

gordze (10)

gordze (9)

gordze (8)

gordze (7)

gordze (6)

gordze (5)

gordze (4)

gordze (3)

gordze (2)

gordze (1)