• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

სოფელ ადიგენის მეჩეთი

სოფელ ადიგენის მეჩეთი სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტის გორგულის თემში ზღვის დონიდან 1200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. დაბა ადიგენიდან 1 კილომეტრის დაშორებით.

     სოფელ ადიგენის მეჩეთი ჩვენამდე ნანგრევების სახითაა მოღწეული. შემორჩენილია მხოლოდ კედლები. აგებულია ადგილობრივი მუსლიმი მესხების მიერ, აგების ზუსტი თარიღი უცნობია. მესხების შუა აზიაში გასახლების შემდეგ იგი მიტოვებულია და სახურავიც ჩაიქცა.

   ნაგებობა  გეგმით კვადრატულია. სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო ორსართულიანი, რადგანაც სართულშორისი კოჭები კედლებს შიგა მხრიდან დღემდე ემჩნევა. ნაგებია ადგილობრივი ქვით. პერანგის ქვები კარგადაა დამუშავებული.

   პირველი სართულის თაღოვანი ფანჯრები დღემდეა შემორჩენილი, მეორე სართულზე კი ასევე თაღოვანი სარკმლები ჰქონია, რომეთაგან მხოლოდ ერთია შემორჩენილი.

   აღმოსავლეთის მხარეს შემორჩენილია მეორე სართულზე შესასვლელი  კარი. აქ მოხვედრა სავარაუდოდ გარედან მიშენებული კიბით იქნებოდა შესაძლებელი, რომლის ნაშთებიც დღემდე შემორჩენილი არაა.

     შიგნით მხარეს შემორჩენილია ბათქაშის კვალიც. შესასვლელი მეჩეთს ჩრდილოეთის მხრიდან ჰქონია. შემორჩენილია კარგად დამუშავებული შეისრულთაღოვანი კარის ღიობი.      სამხრეთის კედელში შემორჩენილია ქვის შეისრულთაღიანი მიჰრაბიც, რომელიც უხვადაა დეკორირებული ქვაზე კვეთის ნიმუშით.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

sof adigeni (21)

sof adigeni (20)

sof adigeni (19)

sof adigeni (18)

sof adigeni (17)

sof adigeni (16)

sof adigeni (15)

sof adigeni (14)

sof adigeni (13)

sof adigeni (12)

sof adigeni (11)

sof adigeni (10)

sof adigeni (9)

sof adigeni (8)

sof adigeni (7)

sof adigeni (6)

sof adigeni (5)

sof adigeni (4)

sof adigeni (3)

sof adigeni (2)

sof adigeni (1)